Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენი იცავს ავღანეთიდან ჯარის გამოყვანის გადაწყვეტილებას, ქაოსის მიუხედავად


აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 16 აგვისტოს აცხადებს, რომ ავღანეთიდან გავრცელებული კადრები შემაძრწუნებელია და თალიბანის მიერ ქვეყანაში ძალაუფლების ხელში ჩაგდების პროცესთან დაკავშირებული მოვლენები მოულოდნელი სისწრაფით განვითარდა - თუმცა ის იცავს ავღანეთიდან ამერიკელი სამხედროების გამოყვანის გადაწყვეტილებას, და აცხადებს, რომ ვაშინგტონმა ავღანეთის არმიას "ყველა შესაძლებლობა" შეუქმნა თალიბანის საწინააღმდეგოდ.

ეს ბაიდენის პირველი საჯარო გამოსვლაა მას შემდეგ, რაც ავღანეთზე კონტროლი თალიბანმა დაამყარა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ავღანეთში აშშ-ის ძირითადი ეროვნული ინტერესი იყო აშშ-ის მიწაზე ტერორისტული თავდასხმების აღკვეთა.

"ავღანეთში მისია არასოდეს უკავშირდებოდა ერის მშენებლობას" - განაცხადა მან. "მე მყარად ვიცავ ჩემს გადაწყვეტილებას. 20 წლის შემდეგ, სირთულეებით ვისწავლე, რომ აშშ-ის ძალების გამოყვანისთვის კარგი დრო არასოდეს დადგებოდა" - დასძინა ბაიდენმა თეთრი სახლიდან ტელევიზიით გადაცემულ გამოსვლაში.

ავღანეთის მთავრობა დაემხო, პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა 15 აგვისტოს, როცა თალიბანმა დაიკავა ქაბული - ბოლო ქალაქი, რომელიც იგერიებდა თალიბანის შეტევას, რომლითაც ჯგუფმა მთელი ქვეყნის მასშტაბით სწრაფად დაიპყრო ტერიტორიები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG