Accessibility links

site logo site logo

ყირიმში ჩხრეკის შემდეგ დააპატიმრეს ხუთი ყირიმელი თათარი


რაიფ ფევზიევის დაკავება. 17 აგვისტო.

ანექსირებულ ყირიმში 17 აგვისტოს რუსეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა ყირიმელი თათრების სახლებში ჩხრეკა მოაწყვეს.

ჩხრეკა ჩატარდა სევასტოპოლში, ასევე სიმფეროპოლისა და ბახჩისარაის რაიონებში. დაკავებულთა შორის არიან დაბა სტროგონოვკის იმამი რაიფ ფევზიევი და კიდევ ოთხი აქტივისტი, რომლებიც, როგორც იტყობინებიან, ყირიმელი პოლიტპატიმრების ოჯახებს ეხმარებოდნენ. ადვოკატების ცნობით, მათ ბრალს სდებენ მუხლებით, რომლებიც დაკავშირებულია ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობასთან, მაგრამ დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

რუსეთის მედია ძალოვან სტრუქტურებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ყირიმში დააპატიმრეს ორგანიზაცია „ჰიზბ უტ-ტაჰრირის“ ხუთი წევრი. ორგანიზაცია რუსეთში ტერორისტულადაა მიჩნეული. ოფიციალურ წყაროებს ჯერჯერობით არ დაუდასტურებიათ ეს ცნობა.

უკრაინის ხელისუფლება მკვეთრად გამოეხმაურა ყირიმში ჩხრეკასა და დაპატიმრებებს. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამას უწოდა „ადამიანის უფლებების აშკარა დარღვევა“. „მსოფლიო თანამეგობრობას სათანადო რეაქცია უნდა ჰქონდეს დარღვევებზე“, დაწერა ზელენსკიმ ტვიტერში.

გუშინ დონის როსტოვის სასამართლომ გრძელვადიანი პატიმრობა მიუსაჯა ანექსირებულ კუნძულზე მცხოვრებ ოთხ ყირიმელ თათარს, რომელთაც „ჰიზბ უტ-ტაჰრირის“ საქმიანობაში მონაწილეობა ედებათ ბრალად. მსგავსი ბრალდებებით რუსეთის სასამართლოებში უკვე ათობით ყირიმელი მუსლიმი გაასამართლეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG