Accessibility links

site logo site logo

ჩხენკელის თქმით, საქართველოს რომ ჰყავდეს განათლებული თაობა, აუცილებელია, „ოცნებამ“ გაიმარჯვოს


მიხეილ ჩხენკელი

განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ქობულეთში „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის ლევან ზოიძის წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა. მინისტრმა მმართველი პარტიის გამარჯვების აუცილებლობაზე ილაპარაკა.

„ადგილობრივი თვითმმართველობის როლი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარებაში არის უაღრესად დიდი. საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ჩვენი განათლების სისტემის მთლიანად განვითარებისთვის. შესაბამისად, ჩვენ რომ გვყავდეს ჭეშმარიტად განათლებული თაობა, ამისთვის აუცილებელია, რომ ჩვენმა გუნდმა გაიმარჯვოს“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG