Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი: საქართველოს აქვს შესაძლებლობა გახდეს აღმოსავლეთის ლუქსემბურგი


ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

ბათუმში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის არჩილ ჩიქოვანის წარდგენის დროს სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მომავლის შესახებ ილაპარაკა.

„გონიო უნდა გახდეს ახალი ფინანსური ცენტრი. საქართველოს აქვს შესაძლებლობა რომ გახდეს აღმოსავლეთის ლუქსემბურგი. ეს არის ამბიციური გეგმა და ხედვა რომელიც ჩვენ ყველამ ერთად უნდა განვახორციელოთ. ამისთვის ჩვენ გვჭირდება სტაბილური გარემო“, - აცხადებს ღარიბაშვილი.

როგორც პრემიერი აღნიშნავს, საქართველოს სჭირდება 24-საათიანი მუშაობა და განვითარებაზე ზრუნვა.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება.

XS
SM
MD
LG