Accessibility links

site logo site logo

საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა კიდევ 5914 ადამიანს, 49 გარდაიცვალა


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 49 პაციენტი. 1 აგვისტოდან ქვეყანაში კოვიდ-ინფექციით გარდაცვლილია 700-ზე მეტი ადამიანი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 56 878 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 5914 შემთხვევა. ბოლო დღე-ღამეში 3316-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

18 აგვისტოს დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 57 312 აქტიური შემთხვევაა. მათ შორის:

  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 7029;
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 3450.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, 18 აგვისტოსთვის დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 10.4%;
  • ბოლო 7 დღის - 11.09%;
  • ბოლო 14 დღის - 10.71%.

გასული დღის განმავლობაში, 17 აგვისტოს აიცრა 25 241 ადამიანი. 15 მარტიდან გაკეთებულია 857 056 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 251 447.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 496 376 შემთხვევა. მათგან 432 506 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 6532 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG