Accessibility links

site logo site logo

ირანმა უფრო ინტენსიური გახადა მაღალ დონეზე გამდიდრებული ურანის წარმოება


ირანმა უფრო ინტენსიური გახადა ურანის თითქმის იარაღისთვის საჭირო დონემდე გამდიდრება, - აცხადებს გაეროს ატომური უწყება.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) 17 აგვისტოს, წევრი ქვეყნებისადმი გაგზავნილ ანგარიშში ამბობს, რომ ირანი ურანს ამდიდრებს 60 პროცენტამდე დონემდე, რისთვისაც იყენებს ნატანზის ბირთვულ ობიექტზე მოქმედი ცენტრიფუგების მეორე კასკადს.

მაისში, ვენაში განთავსებული IAEA აცხადებდა, რომ ირანი მხოლოდ ერთ კასკადს იყენებდა ურანის 60 პროცენტამდე გასამდიდრებლად. იარაღისთვის საჭირო დონედ ითვლება 90 პროცენტი - თუმცა ატომური ბომბის შესაქმნელად სხვა ტექნიკური ნაბიჯების გადადგმაც არის საჭირო.

ირანმა აპრილში გამოაცხადა, რომ გეგმავდა ურანის 60 პროცენტამდე დონეზე გამდიდრებას, 20 პროცენტიდან - პასუხად ნატანზის ობიექტზე თავდასხმაზე, რომელშიც ის ისრაელს ადანაშაულებდა. ეს იყო ერთ-ერთი ნაბიჯი, რომლითაც ირანმა დაარღვია 2015 წლის საერთაშორისო ბირთვული ხელშეკრულება - მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ ხელშეკრულებიდან გამოიყვანა და ირანს სანქციები აღუდგინა. ხელშეკრულების თანახმად, თეირანს ურანის რაფინირების უფლება მხოლოდ 3.67 პროცენტამდე ჰქონდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG