Accessibility links

site logo site logo

ჯონსონი: მსოფლიო თვალყურს ადევნებს, რამდენად დაემთხვევა თალიბანის ნაბიჯები მათ სიტყვებს


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, მსოფლიო თვალყურს ადევნებს, რამდენად დაემთხვევა თალიბანის ნაბიჯები მათ სიტყვებს - მას შემდეგ, რაც თალიბანმა განაცხადა, რომ შურს არ იძიებს ოპონენტებზე, პატივს სცემს ქალების უფლებებს და ავღანეთს ამჯერად ორი ათწლეულის წინანდელი მმართველობისგან "განსხვავებულად" მართავს.

"ამ რეჟიმს შევაფასებთ მის მიერ გაკეთებული არჩევანით და მისი ნაბიჯებით, სიტყვების ნაცვლად - ტერორიზმთან, დანაშაულსა და ნარკოტიკებთან მისი დამოკიდებულებით, ისევე, როგორც ჰუმანიტარული სფეროს ხელმისაწვდომობით და გოგონების განათლების უფლების დაცვით", - უთხრა ჯონსონმა პარლამენტს, რომელის წევრებმაც საზაფხულო შვებულება შეწყვიტეს და 18 აგვისტოს ავღანეთში არსებულ ვითარებაზე სამსჯელოდ შეიკრიბნენ.

ჯონსონის თქმით, ბრიტანეთის მთავრობამ 2000-ზე მეტი ავღანელის ევაკუაცია განახორციელა მას შემდეგ, რაც ავღანეთზე 15 აგვისტოს თალიბანმა დაამყარა კონტროლი. ბრიტანეთის პრემიერს განაცხადებით, ქვეყნის ოფიციალური პირები ითანამშრომლებენ საიმისოდ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა გაერთიანდეს თალიბანთან მიმართებით გეგმის შესამუშავებლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG