Accessibility links

site logo site logo

COVID-19-ით გარდაცვლილ 7 თვის ორსულს ამავე ვირუსით მამაც დაეღუპა


თბილისში, ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალში კორონავირუსით გარდაცვლილი 7 თვის ორსული, 31 წლის თეონა აბაშიძე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარში რამდენიმე საათის წინ გადაასვენეს.

მას ერთი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. მას ჰერეთისკარში ხვალ დაკრძალავენ.

რამდენიმე დღის წინ, კორონავირუსის მძიმე ფორმით გარდაიცვალა თეონას მამა, 58 წლის ჯემალ აბაშიძეც. ის წლების განმავლობაში სოფლის გამგებელი იყო, შემდეგ კი პედაგოგად მუშაობდა. ჯემალ აბაშიძე, კვირას, 15 აგვისტოს დაკრძალეს.

ბოკერიას სახელობის ჰოსპიტლის კლინიკური დირექტორის ალექსი ვაჩაძის განცხადებით, COVID-19-ით გარდაცვლილი 7 თვის ორსულის მდგომარეობა ეტაპობრივად რთულდებოდა, ის კორონავირუსის დელტა შტამით იყო ინფიცირებული და არ იყო ვაქცინირებული.

ბოლო 24-საათში საქართველოში COVID-19-ით დაავადებული 49 პაციენტი დაიღუპა. 1 აგვისტოდან ქვეყანაში კოვიდინფექციით გარდაცვლილია 700-ზე მეტი ადამიანი.

გასული დღის განმავლობაში, 17 აგვისტოს აიცრა 25 241 ადამიანი. 15 მარტიდან გაკეთებულია 857 056 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 251 447.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG