Accessibility links

site logo site logo

ჟურნალისტის მკვლელობის პროცესზე მალტის პროკურატურა ბიზნესმენისთვის მოითხოვს სამუდამო პატიმრობას


იორგენ ფენეკი

მალტის გენერალურმა პროკურორმა ოფიციალურად დასდო ბრალი ბიზნესმენ იორგენ ფენეკს, რომ ის იდგა ჟურნალისტ დაფნეი კარუანა გალიციას მკვლელობის უკან ოთხი წლის წინ. სასამართლო პროცესის თარიღი ჯერ დანიშნული არ არის. გენერალური პროკურორი ბრალდებულისთვის სამუდამო პატიმრობას ითხოვს.

კარუანა გალიცია დაიღუპა მანქანაში ჩამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად, 2017 წლის 26 ოქტომბერს, როცა თავის სახლს ტოვებდა. მკვლელობამ თავზარი დასცა ევროპას და წამოჭრა შეკითხვები ევროკავშირის ამ ყველაზე პატარა წევრ სახელმწიფოში კანონის უზენაესობის მდგომარეობის შესახებ. მკვლელობის დროს, გალიცია იძიებდა შესაძლო კორუფციას სამთავრობო კონტრაქტში, რომლითაც ფენეკს ელექტროსადგურის მშენებლობის უფლება მიენიჭა.

ფენეკი, რომლის ინტერესებიც ასევე მოიცავს უძრავ ქონებას, იმპორტს და მანქანებით ვაჭრობას, 2019 წლის ნოემბერში დააკავეს, მკვლელობაში თანამონაწილეობის ბრალდებით. 2017 წლის დეკემბერში დააპატიმრეს სამი კაცი, რომლებსაც ბრალდება ბომბის უშუალოდ დამონტაჟება და დეტონაცია. ერთ-ერთმა მათგანმა მას შემდეგ დანაშაული აღიარა, საპროცესო გარიგების ფარგლებში, და მას 15 წლით მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა, დანარჩენი ორი სასამართლოს მოლოდინშია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG