Accessibility links

site logo site logo

ყაზახეთში დროებით ჩასვლა დაიწყო ავღანეთში გაეროს თანამშრომლების ნაწილმა


ავღანეთში გარეოს დახმარების მისიამ (UNAMA) და ქვეყანაში მომუშავე გაეროს სხვა სააგენტოებმა დაიწყეს თავიანთი თანამშრომლების დროებით გადაყვანა ყაზახეთის უდიდეს ქალაქ ალმა-ათაში, იმ დესტაბილიზაციის გამო, რომელიც გამოიწვია თალიბანის მიერ ქაბულის დაპყრობამ.

ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა 19 აგვისტოს განაცხადა, რომ UNAMA-ის თანამშრომლების პირველი ჯგუფი ალმა-ათაში წინა ღამეს ჩავიდა. ყაზახეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, თვითმფრინავმა ქალაქში ჩაიყვანა გაეროს 141 თანამშრომელი.

გაეროს პრესმდივანმა, სტეფან დიუჟარიკმა 18 აგვისტოს თქვა, რომ "დროებითი ზომის" სახით ალმა-ათაში გადაიყვანენ 100-მდე თანამშრომელს. გაეროში და მის სააგენტოებში 3000-მდე ავღანელი მუშაობს, საერთაშორისო თანამშრომლებთან ერთად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG