Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კოვიდით სამჯერ ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა - ინფექციონისტი


საქართველოში დააფიქსირეს კორონავირუსით მესამედ დაინფიცირების რამდენიმე შემთხვევა. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას ინფექციურ საავადმყოფოში დაუდასტურეს, ინფექციონისტ რევაზ მეჭურჭლიშვილზე დაყრდნობით.

რადიო თავისუფლებამ მიმართა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორს, ამირან გამყრელიძესაც. მისი თქმით, სამჯერადი რეინფიცირება „ბაზაში კლასიკური პროტოკოლით დადასტურებული არ არის“.

ზოგადად, როდესაც ადამიანის იმუნურის სისტემა იჭერს და კლავს ვირუსს, ის ინახავს მონაცემებს. როგორც კი ვირუსი კიდევ ერთხელ გამოჩნდება, იმუნური სისტემა ამოიცნობს მას და სწრაფად კლავს.

რამდენად მძიმეა რეინფიცირების შემთხვევები, ვინ არის უფრო მეტად რისკის ქვეშ და რას ნიშნავს რეინფიცირება ადამიანის იმუნიტეტისთვის - ამ კითხვებზე პასუხის გაცემას მიმდინარე კვლევები შეეცდებიან.

ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, კოვიდ-19-ით რეინფიცირების შემთხვევები დაფიქსირებულა, მაგრამ იშვიათად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG