Accessibility links

site logo site logo

სულ ცოტა, ოთხი ადამიანი დაიღუპა ყუმბარის აფეთქებისას შიიტების აშურას პროცესიაზე აღმოსავლეთ პაკისტანში


აშურას პროცესია პაკისტანში, ყარაჩიში, 19 აგვისტო, 2021 წელი

სულ ცოტა ოთხი ადამიანი ემსხვერპლა ყუმბარის აფეთქებას შიიტი მუსლიმების - აშურას - სამგლოვიარო პროცესიისას აღმოსავლეთ პაკისტანში. შიიტური ორგანიზაციის "მაჯლის-ე-ვაჰდათ მუსლიმინ"-ის წარმომადგენელმა რადიო თავისუფლების პაკისტანურ სამსახურს, "მაშაალს" განუცხადა, რომ რამდენიმე ადამიანი ასევე დაშავდა თავდასხმის შედეგად ქალაქ ბაჰავალნაგარში, აღმოსავლეთ ფანჯაბის პროვინციაში 19 აგვისტოს.

წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ყუმბარა ხალხის ჯგუფში ისროლეს და დაადანაშაულა ადგილობრივი ხელისუფლება, რომ არ უზრუნველყო უსაფრთხოების ადეკვატური ზომები. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.

ყოველწლიური სამგლოვიარო რიტუალზე პატივს მიაგებენ წინასწარმეტყველ მუჰამედის შვილიშვილს, მე-7 საუკუნეში მოკლულ, ჰუსეინს, შიიტური ისლამის ერთ-ერთ ყველაზე უფრო საყვარელი წმინდანის, ხსოვნას.

შიიტებისთვის ჰუსეინის ხსოვნა ემოციური მოვლენაა, რომლის დროსაც ბევრი მორწმუნე ტირის მის სიკვდილის გამო ქარბალის ბრძოლისას.

აშურას პროცესიისას, რომელიც მთელ მსოფლიოში ტარდება, ბევრი მონაწილე ზურგში ჯაჭვს ირტყამს, სიმბოლურად იროზგავს თავს წუხილის გამოსახატავად, რომ არ ძალუძდა დახმარებოდა ჰუსეინს მის მოწამეობამდე.

შიიტები უმცირესობას წარმოადგენენ უპირატესად სუნიტურ მუსლიმურ პაკისტანში, სადაც ექსტრემისტი სუნიტი მუსლიმები მათ აღიქვამენ განდგომილებად, რომლებიც სიკვდილს იმსახურებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG