Accessibility links

site logo site logo

კახა კუჭავამ არჩილ თალაკვაძეს უწოდა თანამედროვეობის ერთ-ერთ ლიდერი პოლიტიკოსი


კახა კუჭავა, არჩილ თალაკვაძე.

ოზურგეთში „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატად პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის ძმა ავთანდილ თალაკვაძე ადგილობრივ ამომრჩეველს წარუდგინეს. ამომრჩეველის წინაშე სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ გურიაში დაბადებული ლიდერების შესახებ ილაპარაკა. მან გამოყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია და არჩილ თალაკვაძე.

„მე ყოველთვის ვამბობდი და ვიტყვი - ოზურგეთი არის ქალაქი, რომელსაც მე ვეძახი ლიდერების სამჭედლოს. არაერთი ცნობილი ქართველი ლიდერი, მოღვაწე, პოლიტიკოსი აღზარდა ამ კუთხემ. რად ღირს მხოლოდ ნოე ჟორდანიას ხსენება - მისი როლი უმნიშვნელოვანეს დროს, საქართველოს პირველი საერთაშორისო აღიარება მსოფლიოს ყველა ქვეყანაში.

ცოტა ხნის წინ ჩვენ ვესწრებოდით ფოლკლორის სახლის გახსნას, რომელიც ანზორ ერქომაიშვილის სახელს ატარებს-ჩამონათვალი ძალიან დიდია.

არ შემიძლია არ ვახსენო ჩემი ძალიან ახლო მეგობარი, თანაგუნდელი, ადამიანი, რომელსაც დიდ პატივს ვცემ და ვაფასებ მის უსაზღვრო შრომისმოყვარეობას. მე ყოველთვის ვუწოდებ მას, თანამედროვეობის ერთ-ერთ ლიდერ პოლიტიკოსს - ეს არის ჩემი მეგობარი არჩილ თალაკვაძე, რომელიც თქვენი ღირსეული შვილია. იგი ყოველთვის, ზრუნავდა ოზურგეთზე, ხალხზე, სადაც ის გაიზარდა და ჩამოყალიბდა ლიდერად", - განაცხადა კახა კუჭავამ.

პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე კუჭავამ სწორედ თალაკვაძე შეცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG