Accessibility links

site logo site logo

გერმანიის კანცლერი თავის გამოსამშვიდობებელ ვიზიტს მართავს რუსეთში


უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმრ ზელენსკი და გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი უსმენენ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გამოსვლას პრესკონფერენციაზე "ნორმანდიის ფორმატის" სამიტის შემდეგ პარიზში, 2019 წლის 10 დეკემბერს.

გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი, 20 აგვისტოს მოსკოვში ჩადის და მოლაპარაკებას გამართავს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. „შეხვედრაზე იგეგმება თანაშრომლობის სხვადასხვა სფეროში არსებული მდგომარეობისა და განვითარების პერსპექტივებზე მსჯელობა, განხილული იქნება ასევე აქტუალური საერთაშორისო და რეგიონული პრობლემები“, - გაავრცელა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ინფორმაცია.

ანგელა მერკელის და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება მილსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“, რომლის წინააღმდეგი არიან აშშ და უკრაინა. მოელიან, რომ მერკელი და პუტინი განიხილავენ ბერლინის პირობას, მიაღწიოს 2024 წლის შემდეგ რუსეთის გაზის უკრაინის გავლით ტრანზიტის გაგრძელებას. მერკელი და პუტინი განიხილავენ უკრაინის აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებასაც.

მერკელი პუტინთან ისაუბრებს რუსეთში შექმნილი პოლიტიკური ვითარებისა და საპატიმროში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის საკითხზე.

უფლებადამცავმა ორგანიზაციამ, Amnesty International-მა, მოუწოდა მერკელს, მოსთხოვოს მოსკოვს ნავალნის მიმართ ჩადენილი დანაშაულის გამჭვირვალე და კონკრეტული გამოძიება.

20 აგვისტოს, მერკელის მოსკოვში ჩასვლის დღეს, შესრულდა ნავალნიზე თავდასხმიდან ერთი წელი.

22 აგვისტოს მერკელი მოსკოვიდან კიევში გაფრინდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG