Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი: ივანიშვილი და სიკვდილი გახდნენ სინონიმები


სიკვდილის დამარცხების ერთადერთი გზა, არის ივანიშვილის დამარცხება, აცხადებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

„წარმოუდგენელია ივანიშვილი, ტიკარაძე, „მუშკეტერები“ როგორ იძინებენ ღამე, თუ მართლა რაღაც ადამიანური შერჩათ, იმიტომ, რომ მათი გადაწყვეტილებები პირდაპირ უკავშირდება მრავალი ათასი ადამიანის სიკვდილს - ივანიშვილი და სიკვდილი გახდნენ სინონიმები“, - წერს სააკაშვილი საკუთარ ფეისბუკზე.

ყოფილი პრეზიდენტი ასევე, წერს, რომ „საქართველო არის პირველ ადგილზე მსოფლიოში, ერთ სულ მოსახლეზე სიკვდილის რაოდენობით“, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.

ამასთან, საქართველო ერთ-ერთი პირველია მსოფლიოში 1 მილიონ მოსახლეზე გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევების მიხედვით.

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 59 პაციენტი. ეს ეპიდემიის განმავლობაში ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.

20 აგვისტოს დილის მონაცემებით, ქვეყანაში სულ გაკეთებულია 907 665 აცრა. სრულად, ორივე დოზით აცრილია 266 962.

XS
SM
MD
LG