Accessibility links

site logo site logo

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთი საარჩევნო უბნებს ხსნის


რუსეთის ე.წ. საელჩომ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში გამოაცხადა იმ საარჩევნო უბნების რაოდენობა და ადგილმდებარეობა, რომლებიც გაიხსნება, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებში ხმის მისაცემად. დე ფაქტო რესპუბლიკაში გახსნილმა რუსეთის საელჩომ საკუთარ „ფეისბუკ"-გვერდზე გაავრცელა ამის შესახებ ინფორმაცია.

ცხინვალში ექვსი საარჩევნო უბანი გაიხსნება, მათ შორის რუსეთის საელჩოს და სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე. არჩევნებში მონაწილეობას დე ფაქტო რესპუბლიკის ის მოქალაქეებიც მიიღებენ მონაწილეობას, რომლებსაც პარალელურად რუსეთის მოქალაქეობაც აქვთ.

საარჩევნო უბნები იხსნება ჯავის, ზნაურის, კვაისას და ახალგორის რაიონებშიც. ოკუპირებულ რეგიონში ჯამში 10 საარჩევნო უბანი იქნება.

რუსეთში მერვე მოწვევის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნები 17-19 სექტემბერს ჩატარდება. ერთიანი კენჭისყრა 19 სექტემბერს ჩატარდება. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში პროპორციული სიით 225 დეპუტატს აირჩევენ, ერთმანდატიანი ოლქებიდან ასევე 225 დეპუტატი აირჩევა. ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში მხოლოდ პროპორციულ არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG