Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

COVID-19: სრულად აცრილია 9.7%, აცრა შესაძლებელია რეგისტრაციის გარეშე


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) მონაცემებით, 21 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოში სრულად ვაქცინირებულია 276 917 ადამიანი, რაც ზრდასრული მოსახლეობის 9.7%-ს შეადგენს.

ერთი დოზით ვაქცინირებულია მოსახლეობის 23.2% - 661 788 ადამიანი. სულ საქართველოში დღემდე ჩატარებულია 938 705 აცრა.

ბოლო 24 საათში საქართველოში სულ 28 555 ადამიანი აიცრა. 19 აგვისტოს ეს მაჩვენებელი 23 986-ს შეადგენდა.

20 აგვისტოდან COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე რეგისტრაცია შესაძლებელია იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში. ამ სერვისით სარგებლობა შესაძლებელია ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 9:00-დან 18:00 საათამდე.

NCDC-ის ინფორმაციით, უქმე დღეებში რეგისტრაციის მსურველებს შეუძლიათ მიმართონ თბილისისა და ბათუმის იუსტიციის სახლებს, 10:00-დან 17:00-საათამდე.

წინასწარი რეგისტრაცია გრძელდება ასევე ონლაინპორტალზე (booking.moh.gov.ge).

წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ვაქცინაცია შესაძლებელია შემდეგ მისამართებზე:

  • თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსტიტეტის პირველი კორპუსის სივრცე (ვაჟა-ფშაველას გამზირი 33). აქ ხელმისაწვდომია ფაიზერის ვაქცინა. ცენტრი მუშაობს ყოველდღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 09:00-დან 20:00-მდე;
  • ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსი (სააკაძის მოედანი, კოსტავას ქუჩა 77). აქ ხელმისაწვდომია ფაიზერის, სინოვაკის, სინოფარმის ვაქცინები. ცენტრი მუშაობს ყოველდღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 10:00-დან 20:00- მდე;
  • საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (სეუ) (წინანდლის ქუჩა 19. აქ ხელმისაწვდომია ფაიზერის, სინოვაკის, სინოფარმის ვაქცინები. ცენტრი მუშაობს ყოველ დღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 10:00-დან 18:00 სთ-მდე;
  • „ექსპრეს მედიქალ სერვისი“ თბილისის ზღვის პლაზა ჰუალინგი (ჯუმბერ ლეჟავას ქუჩა 22). აქ ხელმისაწვდომია ასტრაზენეკას, ფაიზერის, სინოფარმისა და სინოვაკის ვაქცინები. ცენტრი მუშაობს ყოველდღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 10:00-სთ-დან 17:30-მდე;
  • სავაჭრო ცენტრი "ლილო მოლი" (კახეთის გზატკეცილი 112). აქ ვაქცინაცია შესაძლებელია სინოფარმის ვაქცინით. ცენტრი მუშაობს 10:00-დან 16:00-მდე (შესვენება 13:00-14:00);
  • მცხეთის სამედიცინო ცენტრის ვაქცინაციის სივრცე მცხეთის სპორტულ გამაჯანსაღებელ კომპლექსში (სამხედროს ქუჩა 9). აქ ხელმისაწვდომია ფაიზერის ვაქცინა. ცენტრი მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-დან 18:00-მდე;
  • ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (რუსთაველის/ნინოშვილის ქუჩა 32/35). აქ ხელმისაწვდომია ფაიზერის, სინოვაკისა და სინოფარმის ვაქცინები. ცენტრი მუშაობს ყოველდღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 10:00-დან 17:00-მდე;
  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი (რუსთაველის ქუჩა 89). აქ ხელმისაწვდომია სინოფარმისა და სინოვაკის ვაქცინები. ცენტრი მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-დან 18:00-მდე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG