Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი: შემაშფოთებელია რუსეთის ქმედებები როგორც უკრაინაში, ისე ჩვენს ტერიტორიაზე


დენის შმიგალთან გამართული შეხვედრის შემდეგ ღარიბაშვილმა ასევე ისაუბრა საქართველოსა და უკრაინის მისწრაფებაზე ევროინტეგრაციის მიმართულებით და ხაზი გაუსვა „ტრიოს“ ფორმატის დაფუძნებას.
დენის შმიგალთან გამართული შეხვედრის შემდეგ ღარიბაშვილმა ასევე ისაუბრა საქართველოსა და უკრაინის მისწრაფებაზე ევროინტეგრაციის მიმართულებით და ხაზი გაუსვა „ტრიოს“ ფორმატის დაფუძნებას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან შეხვედრის შემდგომ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განახადა, რომ საერთო შეშფოთებას იწვევს რუსეთის ქმედებები როგორც უკრაინაში, ყირიმში, ისე, საქართველოს ტერიტორიაზე, ცხინვალსა და აფხაზეთში.

მისი თქმით, საქართველოში დღემდე გრძელდება ბორდერიზაცია, ხოლო 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს 20% ისევ ოკუპირებულია.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ის ხვალ, 23 აგვისტოს მონაწილეობას მიიღებს პრეზიდენტ ზელენსკის ინიციატივით შექმნილ ყირიმის პლატფორმაში, სადაც კიდევ ერთხელ შეაფასებენ ყირიმის დროებით ოკუპაციას.

“ხვალ მე მივიღებ მონაწილეობას პრეზიდენტ ზელენსკის ინიციატივაში, რომელიც უკავშირდება ყირიმის პლატფორმის შექმნას. ჩვენ კიდევ ერთხელ შევაფასებთ აღნიშნულ ვითარებას, ყირიმის დროებით ოკუპაციას. ასევე განვიხილეთ მძიმე მდგომარეობა, რომელიც ახლა, ამჟამად არის დროებით სეპარატისტულ რეგიონებში და ასევე, მიმოვიხილეთ ჩვენი საკითხები, რომელიც უკავშირდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონს. მოგეხსენებათ, რომ უკვე 13 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან და ჩვენი ტერიტორიების 20% კვლავ ოკუპირებულია. რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია ჩვენთვის რუსეთის ქმედებები როგორც უკრაინაში, ყირიმში, სეპარატისტულ რეგიონებში, ასევე ჩვენს ტერიტორიაზე. ცხინვალსა და აფხაზეთში ბორდერიზაცია გრძელდება და ეს, რა თქმა უნდა, საერთო შეშფოთებას იწვევს”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დენის შმიგალთან გამართული შეხვედრის შემდეგ ღარიბაშვილმა ასევე ისაუბრა საქართველოსა და უკრაინის მისწრაფებაზე ევროინტეგრაციის მიმართულებით და ხაზი გაუსვა „ტრიოს“ ფორმატის დაფუძნებას.

„ჩვენ, სამ ქვეყანას - უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს - შეგვიძლია მართლაც ბევრი წარმატების მაგალითი ვაჩვენოთ საერთაშორისო თანამეგობრობას და „ტრიოს“ ფორმატში დავუმტკიცოთ ჩვენს პარტნიორებს, რომ შეგვიძლია ვიყოთ წარმატებული სახელმწიფოები და მართლაც ვიმსახურებთ ევროკავშირის და ნატოს წევრობას“, - განაცხადა უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG