Accessibility links

site logo site logo

აშშ-მა მხარდაჭერა გამოთქვა ლიეტუვის მიმართ ჩინეთის მხრიდან მასზე ზეწოლის ფონზე ტაივანის გამო


აშშ და ლიეტუვა შეთანხმდნენ "ორმხრივ კოორდინირებულ ქმედებაზე" ბალტიის სახელმწიფოს დასახმარებლად, რათა გაუმკლავდეს ზეწოლას ჩინეთის მხრიდან ტაივანთან კავშირების განვითარების შესახებ ლიეტუვის გადაწყვეტილების გამო.

ვილნიუსმა განაცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, შეთანხმებას მიაღწია ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრთან მოლაპარაკებებისას 21 აგვისტოს.

ჩინეთმა 10 აგვისტოს მოითხოვა, რომ ლიეტუვამ გაიხმოს თავისი ელჩი პეკინში და განაცხადა, რომ გამოიწვევს ჩინეთის დესპანს ვილნიუსში იმასთან დაკავშირებით, რომ ბალტიის სახელმწიფომ ნება დართო ტაივანს, რომელზეც ჩინეთს აქვს პრეტენზია, გაეხსნა იქ დე-ფაქტო საელჩო და მისი სახელი გამოეყენებინა.

განცხადება შეთანხმებული ორმხრივი ქმედების არანაირ დეტალს არ შეიცავს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენის ცალკე განცხადებაში ნათქვამია, რომ ბლინკენმა "ხაზი გაუსვა შეერთებული შტატების მტკიცე სოლიდარობას ჩვენს ნატოს მოკავშირე და ევროპის კავშირის პარტნიორ ქვეყანასთან, ლიეტუვასთან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქმედების ვითარებაში".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG