Accessibility links

site logo site logo

"ევროპულმა საქართველომ" მერობის და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატები დაასახელა


"ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ თბილისში რიყის პარკში გამართულ ღონისძიებაზე დაასახელა საერთო ოპოზიციური და პარტიის სახელით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე კანდიდატების ვინაობა. გიგა ბოკერიას თქმით, „თითოეული ჩვენი კანდიდატის გამარჯვება არის საქართველოს გამარჯვება და თქვენ შეგიძლიათ ენდოთ თითოეულ მათგანს“.

მერობის საერთო შეთანხმებული ოპოზიციური კანდიდატები:

  • ხონი - ზურა ჯიბუხაია
  • თერჯოლა - ზურა ბუცხრიკიძე

პარტიის მერობის კანდიდატები:

  • ამბროლაური - მაია კაციტაძე
  • ახალქალაქი - არსენ კარაპეტიანი
  • მარნეული - ახმედ იმამყულიევი
  • ახალციხე - ზურა სადათერაშვილი
  • გორი - ეთერ ჯალაღანია
  • ხობი მარიამ შონია
  • სამტრედია - ჟუკიანა ფოფხაძე
  • თეთრიწყარო - ნინო დავითაშვილი
  • კასპი - კახა გეჯაძე

საერთო ოპოზიციური შეთანმებული ვიცე-მერობის კანდიდატი:

რუსთავში - ინგა სიხარულიძე

საკრებულოს თავმჯდომარეობის საერთო შეთანხმებული კანდიდატები:

  • ბათუმი - ვახო კალოიანი
  • ფოთი - ვახტანგ დარციმელიძე
  • საჩხერე - კობა მოდებაძე

პარტიის სახელით საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის იბრძოლებენ:

  • დუშეთში - მერი ფოლადაშვილი
  • ხობში - მამუკა ჭოხონელიძე
  • სამტრედიაში - ავთანდილ სტურუა

16 სარჩევნო ოლქში „ევროპული საქართველო“ მხარს დაუჭერს ოპოზიციასთან შეთანხმებულ მერობის კანდიდატებს:

  • ქუთაისი
  • ბათუმი
  • ზუგდიდი
  • თელავი
  • რუსთავი
  • წყალტუბო
  • მარტვილი
  • ქობულეთი
  • ხულო
  • ასპინძა
  • ახმეტა
  • გურჯაანი
  • დმანისი
  • ლანჩხუთი
  • მესტია
  • ჭიათურა

საქართველოს მასშტაბით საკრებულოების 664 სამაჟორიტარო ოლქიდან 315-ში ოპოზიციური პარტიების ნაწილი შეთანხმდა საერთო კანდიდატებზე.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG