Accessibility links

site logo site logo

კამალა ჰარისი პირობას დებს, რომ აშშ აზიაში კვლავინდებურად ჩართული იქნება


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ ამერიკა გააგრძელებს სამხრეთ აზიაში ჩართულობის პოლიტიკას. მისი ამ განცხადების ფონია შეშფოთება, რომელიც გამოიწვია აშშ-ის ავღანეთიდან გასვლამ და ქაოსმა, რომელიც ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა.

23 აგვისტოს, სინგაპურში ვიზიტისას კამალა ჰარისმა თქვა: „ჩემი აქ ყოფნის მიზეზი ისაა, რომ შეერთებული შტატები გლობალური ლიდერია და ჩვენ ამ როლს სერიოზულად აღვიქვამთ“.

სინგაპური ამერიკის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირეა რეგიონში. აქაა ყველაზე დიდი პორტი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. სინგაპური მხარს უჭერს თავისუფალ ნავიგაციას სექტორებში, რომლის მიმართაც ჩინეთი სულ უფრო მეტ ინტერესს გამოხატავს.

კამალა ჰარისი ვიზიტის ფარგლებში ვიეტნამსაც ეწვევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG