Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტულაში დააკავეს უკრაინის მოქალაქე, რომელსაც საიდუმლო ინფორმაციის შეგროვებაში ედება ბრალი


ფსბ-ს მიერ უკრაინის მოქალაქის დაკავება ტულაში. 23 აგვისტო.
ფსბ-ს მიერ უკრაინის მოქალაქის დაკავება ტულაში. 23 აგვისტო.

ტულაში დააკავეს უკრაინის მოქალაქე, რომელიც საიდუმლო ინფორმაციას აგროვებდა რუსეთის იარაღის უახლესი ნიმუშების შესახებ. ამის თაობაზე ტასი იტყობინება ფსბ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრზე დაყრდნობით.

უწყება აცხადებს, რომ „უცხოელი უკრაინის სადაზვერვო სამსახურების დავალებით ახორციელებდა რუსეთის თავდაცვითი საწარმოების თანამშრომელთა ძებნას საიდუმლოს მატარებელთა შორის“. ცნობის თანახმად, უკრაინელი მათგან ცდილობდა ცეცხლსასროლ შეიარაღებაზე პერსპექტიული მუშაობის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას.

დაკავებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება ჯაშუშობის ბრალდებით.

მარტში ფსბ-მ ანექსირებულ ყირიმში დააკავა რუსეთის მოქალაქე, რომელიც უკრაინის დაზვერვისთვის მუშაობდა. სპეცსამსახურების თანახმად, ის აგროვებდა ინფორმაციას რეგიონში სხვადასხვა ობიექტის შესახებ, ფოტოზე და ვიდეოზე იღებდა გარემოს.

2001-2020 წლებში რუსეთში ასზე მეტი სისხლის სამართლის საქმე აღძრეს ჯაშუშობისა და სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით. როგორც ასოციაცია „კომანდა 29“ იტყობინება, შემთხვევების ერთი მესამედი სამხედრო მოსამსახურეებს ეხებათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG