Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაღდავაძე დასუფთავებიდან გათავისუფლდა უკანონო გაფიცვის ორგანიზების, თანამშრომლებზე მუქარისთვის - მერია


ირაკლი ბაღდავაძე დასუფთავების სამსახურიდან შრომითი კოლექტივის უკანონოდ გაფიცვის ორგანიზების, თანამშრომლებთან დაპირისპირების და მათზე მუქარის გამო გათავისუფლდა, აცხადებს თბილისის მერია.

„ირაკლი ბაღდავაძის მიერ ზემოთაღნიშნული დარღვევების ჩადენის ფაქტები, რის გამოც მოხდა მისი სამსახურიდან გათავისუფლება“.

ირაკლი ბაღდავაძეს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ აცნობეს 23 აგვისტოს.

„ყველაფერს უყურებდით ტელევიზორში, ამ ყველაფრის გამო გამაგდეს. იმისთვის, რომ სამართალზე ამოვიღე ხმა“, - უთხრა ბაღდავაძემ რადიო თავისუფლებას.

დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა 6 აგვისტოს გაფიცვა გამოაცხადეს, სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით.

9 აგვისტოს გაფიცვა შეწყდა მას შემდეგ, რაც დასაქმებულებმა მერიისგან ხელფასის ზრდის დაპირება მიიღეს, მომავალი წლიდან.

17 აგვისტოს, ირაკლი ბაღდავაძემ „მთავარ არხთან“ ისაუბრა დასუფთავების სამსახურში შესაძლო კორუფციასთან დაკავშირებით.

„უზარმაზარი ფული იჭმევა დასუფთავებაში. მგონი, უკვე იმდენს მიაღწია, რომ საქართველოს ბიუჯეტი არ ექნება მაგდენი“, - ამბობდა ის. მისივე მტკიცებით, დასაქმებულთა უნიფორმებს თბილისის მერის, კახა კალაძის მეუღლის, ანუკი არეშიძის კომპანია კერავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG