Accessibility links

site logo site logo

ეროვნული ამოცანა – რა ვიღონოთ?!


Geor

ავტორი: გიორგი აბულაძე

უკანასკნელ წლებში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ საქართველოში, ჰიბრიდული რეჟიმის სახე მიიღო (ფასადური დემოკრატია ავტორიტარიზმის ელემენტებით). ეს მოცემულობა საქართველოს უკლავს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისა და ლიბერალური დემოკრატიის კონსოლიდაციის შანსებს. პრაქტიკულად ჩამოშლილი სახელმწიფო ინსტიტუციების სახე და მათი შედეგები საზოგადოებამ 5 ივლისს ნათლად იხილა. შეიძლება ითქვას, რომ ოპოზიციაში, არასამთავრობო სექტორში, კრიტიკულ მედიასა და საერთაშორისო საზოგადოებაშიც კონსენსუსია იმის თაობაზე, რომ ამ ტიპის რეჟიმი საქართველოს მომავალი განვითარების საფრთხეა. ჩემი აზრით სწორედ ამ საფრთხის აღმოფხვრაა დღევანდელი ჩვენი ეროვნული ამოცანა! ეს საფრთხე კი იქამდე იარსებებს სანამ ჩვენს ქვეყანაში არ დამკვიდრდება ლეგიტიმური არჩევნების შედეგად ჩამოყალიბებული ევროპული კოალიციური ხელისუფლება!

რა არის საჭირო?

უპირველესყოვლისა საზოგადოების მობილიზება. თუ ისტორიას გადავხედავთ საქართველოში სერიოზული პოლიტიკური ცვლილებები ხდება რეჟიმზე შიდა (აქტიური სამოქალაქო პროტესტი) და გარე (საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკული განწყობები) ზეწოლის ერთობლივობით. ერთი რომელიმე ცალ-ცალკე აღებული თვითკმარი არ არის. ავტორიტარული რეჟიმების კარგი მოკავშირე–ხალხის გაჭირვებაა. სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების ოპოზიციურად განწყობილი ნაწილი აქტიურად არ ერთვება წინააღმდეგობის მოძრაობაში, ყოფითი პრობლემების გამო. 11 ივლისს, პარლამენტის შენობის წინ, ათასობით ადამიანი მიიზიდა რამდენიმე საათით ადრე დაანონსებულმა ჟურნალისტების სოლიდარობის აქციამ, რომელიც 5 ივლისის ცნობილი მოვლენების დროს სასტიკად ნაცემი ოპერატორის უეცარ გარდაცვალებას მოჰყვა. აქციაზე გაჟღერდა ქვეყნის რეაქციული პრემიერ მინისტრის გადადგომის მოთხოვნა.

რა გველის?

დიდი ალბათობით პრემიერ მინისტრს, ქვეყნის არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილი არ გადააყენებს და საპროტესტო აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს. აუცილებელია, რომ 3 თვეში მომავალ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე მაქსიმალურად მშვიდობიანად მივიდეთ, ცხადია სამოქალაქო პროტესტის ფონზე, რომელიც შეუძლებელია დემოკრატიულად მოაზროვნე და ღირსეულ ადამიანს არ გაუჩნდეს. ლეგიტიმაციის კრიზისში მყოფ მმართველ მარტიას ქუჩის გამოსვლები კიდევ უფრო მძიმე დარტყმას მიაყენებს ამ თვალსაზრისით. მმართველი პარტიის ოპონენტების ძირითადი მიზანი სწორედ ის უნდა იყოს, რომ ოქტომბრამდე „ქართული ოცნების“ სრული დისკრედიტაცია მოხდეს, როგორც ქვეყნის შიგნით ისე მის გარეთ. დღევანდელი მოცემულობით ვფიქრობ ეს გარდაუვალიცაა…

რა ვიღონოთ?

მივიღოთ მონაწილეობა სამოქალაქო პროტესტში და რაც ყველაზე მთავარია გავაკეთოთ ისტორიული არჩევარი 2 ოქტომბერს! 2 ოქტომბერს თითოეული ადამიანი საარჩევნო ურნასთან გააკეთებს არჩევანს თუ როგორ ქვეყანაში უნდა იცხოვროს. ამ არჩევნების გამოტოვება იქნება ჩვენი სახელმწიფოს წინაშე უპასუხისმგებლობა და ყველა იმ ადამიანის შეურაწყოფა რომელთა წყალობით ჩვენ დღეს არჩევნები და საერთოდ სახელმწიფო გვაქვს. ჯერ-ჯერობით ჩვენს ქვეყანაში კარგი პოლიტიკური პარტიები არ არიან (არც კარგთან მიახლოვებულები), თუმცა შეგვიძლია გავაკეთოთ კლასიკური ქართული არჩევანი ცუდსა და უარეს შორის. ორპოლუსიანობა აღარ არსებობს! მრავალი პეესპექტიული პარტიაა, რომლებიც იმსახურებენ შანს ამომრჩევლისგან. დღეისათვის ბევრი ცუდი არჩევანია, მაგრამ უარესი მხოლოდ ერთია!

კართაგენი უნდა დაინგრეს!

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG