Accessibility links

site logo site logo

პიროვნება და ცხოვრების ეტაპები


ავტორი: გიორგი აბულაძე

ადამიანი უპირველესყოვლისა ბიოლოგიური არსებაა, თუმცა ამავდროულად ის სოციალურიცაა. ადამიანის სიცოცხლეს დაბადებიდან სიკვდილამდე რამდენიმე ეტაპად ჰყოფენ:

ახალშობილობა-6 თვემდე

ჩვილობა-1 წლამდე

ადრეული ბავშვობა-3 წლამდე

შუა ბავშვობა-6 წლამდე

გვიანი ბავშვობა-10 წლამდე

მოზარდობა-20 წლამდე

ახალგაზრდა ზრდასრულობა-35 წლამდე

შუა ხნის ზრდასრულობა-50 წლამდე

გვიანი ზრდასრულობა-65 წლამდე

ხანდაზმულობა-80 წლამდე

მოხუცობა-95 წლამდე

დღეგრძელობა-95 წელზე უფროსები

ადამიანის როგორც ბიოლოგიური არსების სოციალურ არსებათ ჩამოყალიბება და მისი აქტიური ფსიქოლოგიური განვითარება მოზარდობის ასაკში ხდება. სწორედ ამ პერიოდში უნვითარდება იდივიდს მორალი, მსოფლმხედველობა, აზროვნება, ემოციები, ვნებები და მისწრაფებები, ანუ დგება პიროვნებად. პიროვნებას უნიკალური ფსიქოლოგიური თვისებები გააჩნია რაც ქმნის მის ხასიათს, რომელიც განსაზღვრავს პიროვნების ქცევებს. როგორ ფორმირდება ხასიათი?

ინდივიდის ხასიათის შტრიხების ჩასახვა ჯერ კიდევ ადრეულ ბავშვობაში ხდება. ხასიათის ზოგიერთ შტრიხს გენეტიკა განაპირობებს, ხოლო უმეტესობას აღზრდის პროცესში იძენს. ბავშვობის პერიოდში უმნიშვნელოვანესი როლი ამ მხრივ ოჯახს და პირველყოვლისა ინდივიდის აღმზრდელს (ტრადიციულად დედას) აკისრია. ამ პერიოდში ბავშვისთვის მისი ოჯახი და აღმზრდელი უმაღლესი ავტორიტეტია, შესაბამისად მათი აზრები და ქმედებები დიდ გავლენას ახდენს სახასიათო შტრიხების ჩამოყალიბებაში. უბრალოდ არ მიხსენებია სიტყვა აზრების გვერდით ქმედებები, როდესაც მაგ. ინდივიდის დედა საკუთარ შვილს ასწავლის, რომ მის მომავალ ცოლზე არ უნდა იძალადოს და ამ დროს ბავშვი ხედავს მამის მხრიდან დედაზე ძალადობას მაშინ ხშირ შემთხვევაში აზრებს გადასწონის მძიმეთ ჩაბეჭდილი ქმედებები და ის აისახება სწორედ მის მომავალ ცოლზეც. თუმცა ეს უკანასკნელი საკუთარ შვილს ძალადობის წინააღმდეგ იგივე ტექსტებით გაესაუბრება, როგორცმას წარსულში საკუთარი მშობლები. ეს მაგალითი სხვა პრობლემებთან მიგვიყვანს ამიტომ სჯობს აქ შევჩერდე. საინტერესოა როდის ხდება ზემოთ ხსენებული სახასიათო შტრიხების განვითარება?

მოზარდობის პერიოდში ადამიანის ცხოვრებაში გარდატეხის ეტაპი იწყება. ფიზიოლოგიური და ანატომიური ცვლილებები, როგორც წესი გოგოებში 8-9 წლის ასაკში იწყება, გრძელდება მენარქეთინ (პირველი მენსტრუაციული სისხლდენა) 11-12 წლის ასაკში და სრულდება 14-15 წლის ასაკში, უკვე თითქმის სრულად შემდგარი პიროვნების სახით. ბიჭებში ეს ეტაპი ოდნავ მოგვიანებით 10-11 წლის ასაკში იწყება, გრძელდება სპერმარქეთინ (პირველი ეაკულაცია) 12-13 წლის ასაკში და სრულდება 16-17 წლის ასაკში. გარდატეხის ასაკში სექსუალური მომწიფების ფაზაში იმიჯნება გოგო და ბიჭი, როგორც სოციალური არსებები, დგება მათი სექსუალური იდენტობა, ჩნდება ვნებები, მისწრაფებები, სტიგმები, ურთიერთობის ნორმები, მუშავდება აზროვნება, საფუძველი ეყრება მორალსა და მსოფლმხედველობას. გარდატეხის ასაკის ეტაპი განსაკუთრებით მტკინვეული ხდება მშობლებისთვის რადგან ამ დროს შვილი მათი გავლენის სფეროდან გადის, უმაღლესი ავტორიტეტი ოჯახიდან ჯერ სკოლასა და მასწავლებლებზე, შემდეგ კი სოციუმზე (მეგობრები, ახლობლები, უფროსები) გადადის. ამ პერიოდში მოზარდი სოციალურ ტრენდებზე დგება და უნვითარდება გემოვნება, რომელიც ცხადია უფრო პროგრესულია. ალბათ ზემოთ ხსენებულიდან გამოიტანეთ დასკვნა, რომ ცხოვრების ეს ეტაპი პიროვნების ხასიათის უმრავლესობას განსაზღვრავს, არც შემცდარხართ–ეს ასეა. საზოგადოებაში არსებობს სტერეოტიპი, იმის შესახებ რომ „ადამიანები არ იცვლებიან“ რაც მომიტევეთ მაგრამ არასწორ შეფასებასთან ერთად გაუნათლებლობაცაა. პიროვნების ცვლილება სიცოცხლის ბოლომდე ხდება, ეს ადაპტაციის აუცილებელი პირობაც კია. დაახლოებით როდის და რა ასაკში ხდება პიროვნული ცვლილებები?

მოზარდობის შემდეგ, როდესაც პროტესტანტული ბუნება, რომანტიზმი და მღელვარება ცხრება, იწყება ახალი უფრო კარიერაზე ორიენტირებული პრაგმატული ცხოვრების ეტაპი. 20-იან წლებში კლასიკურად, ევროპული მოსახლეობა ქმნის ოჯახებს და აჩენს შვილებს. ცხოვრების ამ ეტაპზე (პირველი შვილის გაჩენის მედიანური ასაკი საქართველოში 25 წელია 2017 წლის მონაცემებით) მდედრი პიროვნება მისთვის დამახასიათებელ მგრძნობიარობას, მზრუნველობას და ამტანობას აძლიერებს. ვითარდება დედობრივი ინსტიქტები. ქალი ხდება უფრო მობილიზებული, ყურადღებიანი და შორსმჭვრეტელი. ასევე აღსაღნიშნავია, რომ ამ პერიოდში ქალების დიდი ნაწილი პარტნიორს მნიშვნელობით შვილის შემდეგ აყენებს, რასაც კაცების არცისე დიდი ნაწილი აკეთებს. ახალგაზრდა ზრდასრულობის ეტაპზე ადამიანები უფრო მატერიალური მიმარულებით არიან ორიენტირებულები და მიზნებს სწორედ ამისკენ სახავენ.

უკვე შუა ხნის ასაკში ცვლილებების ახალი ტალღა იწყება, პიროვნებას დიდი გამოცდილება აქვს, ბრძენდება, ნელ-ნელა ნაკლებად აქტიური ხდება, იზრდებიან მათი შვილები. ეს უკანასკნელი უკვე მათი მთავარი ორიენტირი ხდება. ამ ასაკს ადამიანის შემოდგომასაც უწოდებენ, როდესაც მრავალფეროვანი შეგრძნებების ეპოქა სრულდება და ცხოვრება თითქოს უფრო ერთფეროვანი ხდება, ეს ასაკი კლიმაქტერიულ პერიოდთანაა გაიგივებული. პოსტ-კლიმაქსური პერიოდის შემდეგ (50+) ადამიანებს ძლიერი სურვილი უჩნდებათ ჰყავდეთ შთამომავლობა, შეეძინოთ შვილიშვილები (პირველი შვილიშვილი ბებია ევროპულ საზოგადოებაში ქალი მედიანურად 50-52 წლის, ხოლო კაცი ბაბუა მედიანურად 52-54 წლის ასაკში ხდება). ბევრი ამ ასაკის კატეგორიის ადამიანისთვის შვილიშვილები სწორედ უფერულობის გამაფერადებელი სხივები ხდებიან. პიროვნებებს, როგორც სოციალურ არსებებს ეშინიათ მარტოობის. მათ ეიმედებათ შთამომავლობა. ასაკში შესვლასა და ჯანმრთელობის გაუარესობის კვალდაკვალ პიროვნებები იძენენ სიკვდილის შიშს, მათ არ სურთ მოწყდნენ თავიანთი შთამომავლობის ყოველდღიურობას. ამ დროს შეიძლება ითქვას ბიოლოგიური არსება სამარისკენ მიაქანებს სოციალურს.... და საბოლოოდ ონტოგენეზი სრულდება. სწორედ ბიოლოგიურ სიკვდილთან ერთად სწყვეტს სოციალური არსებაც სიცოცხლეს და ამ დროს სრულდება შანსები მისი პიროვნული ცვლილების თაობაზე.

ბოლოს შემიძლია ვთქვა, რომ პიროვნება სიცოცხლის სხვადასხვა ეტაპზე განიცდის ცვლილებებს, ზოგ ეტაპზე უფრო მეტად, ზოგზე კი ნაკლებად, ადრეულ ასაკში უფრო ძლიერად, ასაკში უფრო სუსტად, თუმცა საბოლოოდ ის მაინც იცვლება. პიროვნების ცვლილება ყოველთვის შესაძლოა თუმცა რა დოზით ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული.

„ქვეყნად უცვლელი მხოლოდ ის არის, რომ ყველაფერი ცვალებადია“.

არტურ შოპენჰაუერი

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG