Accessibility links

site logo site logo

3 მილიონი ლარის ღირებულების აპარატურის შეძენას ითხოვს გორის სამხედრო ჰოსპიტალი


გორის სამხედრო ჰოსპიტლის ადმინისტრაცია 3 მილიონი ლარს ითხოვს, რომლითაც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ აპარატურას გამარტივებული წესით შეისყიდის. ამის შესახებ ოფიციალური წერილი 20 აგვისტოს შესყიდვების სააგენტოში, თავმჯდომარის ლევან რაზმაძის სახელზე გაგზავნეს.

ჰოსპიტლის დირექტორი მალხაზ ურთქმელიძე წერილში სამხედრო ჰოსპიტლის წინაშე მდგარი მწვავე პრობლემის შესახებ საუბრობს.

„მწვავე პრობლემად დგას პაციენტების ჟანგბადით, სამედიცინო აპარატურითა და მოწყობილობებით უზრუნველყოფის საკითხი, ვინაიდან არსებული აღჭურვილობა არ არის საკმარისი პაციენტების გაზრდილი ნაკადის მომსახურებისთვის. მკურნალობის ერთ-ერთ საერთაშორისო სტანდარტს წარმოადგენს სუნთქვითი პარამეტრების სტაბილიზაცია, ვინაიდან ძირითადი ჩივილები მოიცავს სუნთქვის მზარდ უკმარისობას. ჟანგბადის გაზრდილი მოხმარების გამო ჟანგბადის კონცენტრატორი მუშაობს სრული დატვირთვით, რაც პერიოდულად იწვევს მის ავარიულად გაჩერებას და ჟანგბადის მიწოდების შეწყვეტას პაციენტებისთვის“, - ნათქვამია წერილში, რომლის მიხედვითაც ჰოსპიტალი გამარტივებული შესყიდვის წესით 3 მილიონი ლარის აპარატურის შეძენას ითხოვს.

2020 წლის 9 ოქტომბერს, გორის ჰოსპიტლის ადმინისტრაციამ გამოაცხადა ტენდერი ჟანგბადის ქარხნის დამონტაჟების შესახებ. ამისათვის 372 000 ლარი გამოიყო.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „ოქტავუსმა" აიღო ვალდებულება იმის შესახებ, რომ დანადგარს ორ თვეში დაამონტაჟებდა. გორის ჰოსპიტალში ჟანგბადის ქარხანის მშენებლობა 2020 წლის 9 დეკემბერს დასრულდა. დოკუმენტაციის მიხედვით, სამედიცინო ჟანგბადის მწარმოებელი ქარხანა გამოიმუშავებს არანაკლებ 52 მ³/სთ-ში. ქარხნიდან ჟანგბადის მიწოდების შეფერხების შემთხვევაში (ელ. ენერგიის შეწყვეტის ან 90%-ზე ნაკლები ჟანგბადის კონცენტრაციის შემთხვევაში), სისტემა ავტომატურად გადაირთვება ჟანგბადის ბალონებზე. ჰოსპიტალი, კორონავირუსის მეოთხე ტალღის პერიოდში, კოვიდცენტრად 2021 წლის 16 აგვისტოდან გადაკეტდა. აქ საწოლფონდი (170 საწოლი) ამჯერად მხოლოდ კოვიდპაციენტებისთვისაა გათვალისწინებული.

დაწერეთ კომენტარი

სხვა მასალები

XS
SM
MD
LG