Accessibility links

site logo site logo

ავღანეთის საკითხზე დიდი შვიდეულის ქვეყნების ლიდერები იმსჯელებენ


ავღანეთის საკითზე იმსჯელებენ დღეს, 24 აგვისტოს დიდი შვიდეულის (G7) ქვეყნების ლიდერები. შეხვედრა ვირტუალურ ფორმატში შედგება და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი უხელმძღვანელებს. შეხვედრის ფონია, ავღანეთის დედაქალის ქაბულის აეროპორტიდან უცხოეთისა და ავღანეთის მოქალაქეთა სასწრაფო ევაკუაცია.

ბორის ჯონსონმა ტვირერზე დაწერა, რომ "სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, საერთაშორისო საზოგადოებამ ერთად იმუშაოს უსაფრთხო ევაკუაციის უზრუნველსაყოფად, ჰუმანიტარული კრიზისის თავიდან ასაცილებლად და დაეხმაროს ავღანელ ხალხს უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში მიღწეულის დაცვაში“.

დიდი შვიდეულის შეხვედრის თემა ასევე იქნება ავღანეთისადმი შესაძლო ეკონომიკური სანქციების დაწესება თუ თალიბანი დაარღვევს ადამიანის უფლებებს და ქვეყანას უკანანოო შეიარებული ფორმირებების თავშესაფრად აქცევს.

დიდი შვიდეული აერთიანებს აშშ-ს, დიდი ბრიტანეთს, გერმანიას, საფრანგეთს, იტალიას, იაპონიასა და კანადას.

თალიბანის დაჯგუფებამ ავღანეთის დედაქალაქი 15 აგვისტოს აიღო. ამ ეტაპზე ჯერ ისევ მიმდინარეობს ქვეყნიდან უცხოელებისა და იმ ავღანელების გამოყვანა, რომლებიც თანამშრომლობდნენ დასავლეთის ქვეყნებთან, მათ შორის - ნატოს კოალიციის მისიის ფარგლებში.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 22 აგვისტოს განაცხადა, რომ აშშ-მა 14 აგვისტოს შემდეგ ავღანეთის დედაქალაქის აეროპორტიდან 28 ათასი ადამიანის ევაკუაცია განახორციელა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG