Accessibility links

site logo site logo

სალომე ზურაბიშვილი მოქალაქეებს კონსტიტუციის დღეს ულოცავს


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოქალაქეებს კონსტიტუციის დღეს ულოცავს და აცხადებს, რომ საზოგადოების თითოეული წევრი პირნათლად და მტკიცედ უნდა ემსახუროს კონსტიტუციის მიზნებსა და პრინციპებს.

„გილოცავთ კონსტიტუციის დღეს! სწორედ ამ დღეს, 1995 წლის 24 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ქვეყნის ძირითადი კანონი – საქართველოს კონსტიტუცია, რომელიც ეყრდნობოდა საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობასა და ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ტრადიციებს.

კონსტიტუცია, როგორც ეროვნული თანხმობის, ერთიანობისა და განვითარების დოკუმენტი არა მხოლოდ ქვეყნის უზენაესი კანონი, ან უბრალოდ ნორმათა ერთობლიობაა, არამედ ის ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების გამაერთიანებელი დოკუმენტია", - წერს სალომე ზურაბიშვილი.

საქართველოს პრეზიდენტი შენიშნავს, რომ წელს საქართველოს პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილე აღინიშნება, რომელიც "დღესაც კი, თავისი ფასეულობებით ერთ-ერთ პროგრესულ კონსტიტუციადაა აღიარებული და გამოირჩევა თანამედროვეობის ძირითად კანონებს შორისაც კი“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG