Accessibility links

site logo site logo

ყირგიზეთის ექსპრემიერი წინასწარი დაკავების საკნიდან გაათავისუფლეს


ყირგიზეთის ყოფილი პრემიერი, მუხამედკალი აბილგაზიევი, რომელსაც ბრალად სდებენ „კუმტორის“ ოქროს საბადოსთან დაკავშირებულ კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობას, წინასწარი დაკავების საკნიდან გაათავისუფლეს.

ქვეყნის უზენაეს სასამართლოში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ აბილგაზიევი ოთხი დღით ადრე გაათავისუფლეს პირობით, რომ პროცესამდე ქვეყანას არ დატოვებდა.

ყოფილი პრემიერი ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტმა დააკავა იანვარში. მას ადანაშაულებენ „კუმტორის ოქროს საბადოსთვის“ მიწის არალეგალურად გადაცემასა და ქრთამის აღებაში.

53 წლის მუხამედკალი აბილგაზიევი პრემიერ-მინისტრის პოსტს 2018-2020 წლებში იკავებდა. მან თანამდებობა 2020 წლის ივნისში დატოვა.

„კუმტორის“ ოქროს საბადო მრავალი წლის განმავლობაში იყო დავის საგანი ეკოლოგიისათვის მიყენებული ზიანისა თუ ბიუჯეტში შეტანილი თანხის გამო, რასაც ამჟამად უკვე თან ერთვის საკონტროლო აქციებისათვის დაუსრულებელი ბრძოლა ყირგიზეთის ხელისუფლებასა და საბადოს ოპერატორ კომპანია Centerra Gold-ს შორის.

ყირგიზეთის მთავრობამ საბადოზე დროებით დააწესა კონტროლი, რასაც ქვეყნის ახლანდელმა პრეზიდენტმა, სადირ ჟაპაროვმა გარემოს დაცვის მხრივ არსებული ნაკლოვანებების აღმოფხვრისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ მიმართული აუცილებელი ნაბიჯი უწოდა.

კომპანია „ცენტერამ“ კი მთავრობის გადაწყვეტილებას „უმართებულო და უკანონო“ უწოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG