Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკოორდინაციო საბჭომ კვების ობიექტების მუშაობა 1 საათით შეამცირა


ხვალიდან, 25 აგვისტოდან, კვების ობიექტები 23:00 საათის ნაცვლად, 22:00 საათამდე იმუშავებენ, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მისივე სიტყვებით, გაგრძელდება კვების ობიექტების დადგენილი რეგულაციების აღსრულების მკაცრი კონტროლი.

საქართველოში 14 აგვისტოდან მოქმედებს 3 კვირის ვადით დაწესებული შეზღუდვები, რომლებიც საკოორდინაციო საბჭომ 12 აგვისტოს გამოაცხადა. 4 სექტემბრამდე იმოქმედებს შემდეგი შეზღუდვები:

  • საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს;
  • იკრძალება ფესტივალები, სპორტული ღონისძიებები, მასობრივი ღონისძიებები;
  • შეიზღუდება ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა;
  • კვების ობიექტები იმუშავებს 22:00 საათამდე.

ბოლო 24 საათში საქართველოში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 924 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 523 022-ს.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 60 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 891 პირი ემსხვერპლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG