Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთკვირიანი პაუზის შემდეგ სოფელ სამებასთან ისევ 3 მაგნიტუდაზე მეტი სიდიდის მიწისძვრა იყო


თბილისის დროით 09:31 საათზე საქართველოში მოხდა 3.2 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი მდებარეობდა ქალაქ ნინოწმინდიდან 25 კმ-ში, სოფელ სამებასთან.

ცენტრის ვებსაიტზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ბოლოს სოფელ სამებასთან 18 აგვისტოს დააფიქსირეს 4.1 მაგნიტუდის მიწისძვრა. ბოლო ორ თვეში ამ რაიონში მოხდა 30-ზე მეტი მიწისძვრა, მათგან ყველაზე ძლიერი - 5.1 მაგნიტუდის, 16 აგვისტოს.

სეისმოლოგთა თანახმად, დროის გარკვეულ მონაკვეთში, ერთსა და იმავე რაიონში ხშირი მიწისძვრები რაიმე განსაკუთრებულის მანიშნებელი არ არის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG