Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილი პარალიმპიადის ფინალში გავიდა


ტოკიოს პარალიმპიური თამაშების პირველსავე დღეს, საქართველოს დელეგაცია მინიმუმ ერთი მედლით ჩაამთავრებს. საუკეთესო შემთხვევაში კი ქართველ პარალიმპიელთა დღის მონაგარი თითო ოქროს და ბრინჯაოს მედალი იქნება. ეტლით ფარიკაობაში, ხმლით ფარიკაობის ინდივიდუალურ შეჯიბრში, ნინა თიბილაშვილი ფინალში გავიდა. ირმა ხეცურიანი კი ნახევარფინალში დამარცხდა და მესამე ადგილისთვის იბრძოლებს.

ფინალში ნინა თიბილაშვილი ჩინელ ბიან ჟინგს დაუპირისპირდება, თბილისის დროით 13:30 საათზე. იქამდე კი, 12:00 საათზე დაიწყება ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა ირმა ხეცურიანსა და ჩინელ სიაო რონგს შორის.

ტოკიოს პარალიმპიადა 5 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. საქართველო იაპონიაში ცამეტი სპორტსმენით ჩავიდა, რომლებიც მედლებისთვის სპორტის ექვს სახეობაში იბრძოლებენ - ეტლით ფარიკაობაში, პარაძიუდოში, პარაწოლჭიმში, პარაცურვაში, პარასროლასა და პარამძლეოსნობაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG