Accessibility links

site logo site logo

ნინა თიბილაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე


ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილმა ტოკიოს პარალიმპიადაზე საქართველოს დელეგაციას პირველი მედალი მოპოვა. ხმლით ფარიკაობაში, A დივიზიონში მოასპარეზე ქართველი პარასპორტსმენი ფინალში ჩინელ ბიან ჟინთან დამარცხდა და ვერცხლს დაეუფლა.

გადამწყვეტ ბრძოლამდე თიბილაშვილმა შვიდი შეხვედრა ჩაატარა. საკვალიფიკაციო ეტაპი ორ-ორი მოგებით და წაგებით დაასრულა და ძირითად ბადეში გადაინაცვლა. შემდეგ კი, მერვედფინალიდან ნახევარფინალის ჩათვლით იტალიელი და ორი უკრაინელი მეტოქე ჩამოიშორა.

დღესვე, ხმლით ფარიკაობაში, პარალიმპიურ კონკურენციაში საქართველოს სახელით ირმა ხეცურიანიც ჩაება. კარგადაც დაიწყო - ნახევარფინალამდე მივიდა, მაგრამ მერე ზედიზედ ორი შეხვედრა წააგო და საპრიზო სამეულს მიღმა დარჩა.

ტოკიო-2020 5 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. საქართველოს სახელით, მედლებისთვის ცამეტი პარასპორტსმენი იბრძოლებს, სპორტის ექვს სახეობაში - ეტლით ფარიკაობაში, პარაძიუდოში, პარაწოლჭიმში, პარაცურვაში, პარასროლასა და პარამძლეოსნობაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG