Accessibility links

site logo site logo

ტერორიზმის საფრთხის გამო ხალხს ქაბულის აეროპორტის დატოვებისკენ მოუწოდებენ


აშშ, დიდი ბრატანეთი და ავსტრალია ტერორიზმის საფრთხის გამო თავის მოქალაქეეებს ქაბულის აეროპორტის დატოვებისკენ მოუწოდებენ.

მიუხედავად იმისა, რომ თალიბანმა აეროპორტის უსაფრთხოების გარანტიების გასცა, არსებობს, ექსტრემისტული ორგანიზაციის „ისლამური სახელმწიფოს“ მხრიდან ტერორისტული აქტის საფრთხე. როიტერსის თანახმად, ამის თაობაზე ნატოს დიპლომატმა ქაბულის აეროპორტში განაცხადა, ვინაობის გასაჯაროების გარეშე.

„დასავლეთის ძალებს არც ერთი გარემოების გამო არ სურთ შეუტიონ ან თავი დაიცვან ვინმესგან ავღანეთში", - განაცხადა დიპლომატმა.

ავღანეთიდან ევაკუაციის დასრულება 31 აგვისტოს იგეგმება.

ამ დროისათვის ქაბულის აეროპორტში რჩება ქვეყნის დატოვების მსურველი ათასობით ადამიანი. ისინი აეროპორტის შესასვლელთან არიან შეკრებილი.

თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ 25 აგვისტოს დილისთვის, 11 დღის თავზე, 82 000-ზე მეტი ადამიანი გამოიყვანეს ავღანეთიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG