Accessibility links

site logo site logo

გერმანიამ ეპიდემიის რეჟიმის მოქმედება გააგრძელა


გერმანიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ეროვნული მნიშვნელობის ეპიდემიის რეჟიმის კიდევ სამი თვით გაგრძელებას. 325 ხმით 253-ის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება ფედერალურ მთავრობას აძლევს კორონავისუსის გავრცელების საწინააღმდეგო შეზღუდვების დაწესების უფლებას.

გერმანიაში ეროვნული მნიშვნელობის ეპიდემიის რეჟიმი პირველად 2020 წლის მარტში დაწესდა და მას შემდეგ პერიოდულად გრძელდება. გერმანიაში ეპიდემიის მეოთხე ტალღაა. გაზაფხულზე სიტუაცია შედარებით სტაბილური იყო, თუმცა, ივლისის შუა რიცხვებიდან კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა ისევ მოიმატა და ზაფხულის პიკს 25 აგვისტოს მიაღწია, როცა 24 საათში კორონავირუსი დაუდასტურდა 12 ათასზე მეტ ადამიანს. ამასთან, მკვეთრადაა შემცირებული გარდაცვალების მაჩვენებელი, რასაც ვაქცინაციას უკავშირებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG