Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ციხიდან პირველ ინტერვიუში ნავალნი აღწერს „ფსიქოლოგიურ ძალადობას“


თავის პირველ ინტერვიუში, რომელიც კოლონიიდან მისცა, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი ჰყვება თავის, როგორც პოლიტიკური პატიმრის, ცხოვრებაზე იზოლპაციაში და აცხადებს, რომ მას აიძულებენ დღეში რვა საათის განმავლობაში უყუროს რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიას და აირჩიოს პროპაგანდისტური ფილმები.

ნავალნი დროის დიდ ნაწილს ატარებს საპატიმროს ეზოს ხვეტაში, წერილების კითხვასა და სასადილოში. მან წერილობით უპასუხა გაზეთ The New York Times-ის შეკითხვებს.
დიდ მასალაში, რომელიც ამერიკულ გამოცემაში გამოქვეყნდა, მოყვანილია ციტატები ნავალნის პასუხებიდან (ის სტატიაში "ყველაზე ცნობილ რუს პატიმრად" მოიხსენიება) კოლონიაში მისი ცხოვრების შესახებ, დღევანდელი პოლიტიკური ვითარების შესახებ რუსეთში, აშშ-ის პოლიტიკაზე კრემლთან დაკავშირებით.

ნავალნის საიტზე მისმა თანამებრძოლებმა გამოაქვეყნეს, როგორც ამტკიცებენ, ყველა შეკითხვა, რომელიც ოპოზიციონერს დაუსვეს და მისი პასუხების ორიგინალი - რუსულ ენაზე. შეკითხვაზე - როგორი სანქციების დაწესებას სთავაზობს ის ევროპას რუსეთის წინააღმდეგ, ნავალნი პასუხობს, რომ ის გამოდის სანქციების მოთხოვნით არა რუსეთის, არამედ პუტინის გარემოცვის წინააღმდეგ. როგორც მან თქვა, "მათ წინააღმდეგ, ვინც ძარცვავს რუსეთს, აღატაკებს ხალხს და ართმევს მათ მომავალს".

ნავალნიმ ასევე აღწერა თავისი ერთი ჩვეულებრივი დღე კოლონიაში. მისი მონათხრობიდან გამოჩნდა, რომ დღის დიდ ნაწილს ის რუსეთის ტელევიზიის ყურებაში ატარებს - ამას ითვალისწინებს დღის წესრიგი. ნავალნის თქმით, ფიზიკური ძალადობა მის მიმართ არ გამოუყენებიათ. "ზონა სპეციალიზებულია ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე. ეს ბევრად უფრო დახვეწილია", - თქვა მან.

45 წლის ნავალნი შარშან აგვისტოში, რუსეთში, ციმბირიდან უკან დაბრუნებისას, ცუდად გახდა თვითმფრინავში. რამდენიმე დღეში ის ბერლინში გადააფრინეს და იქ იბრძოდნენ ექიმები მის გადასარჩენად. მოგვიანებით გაირკვა, რომ ის მოწამლეს საბჭოთა პერიოდში შექმნილი ნერვული გაზით.

ნავალნი პუტინს ადანაშაულებს მოწამვლაში, კრემლი უარყოფს თავის კავშირს მომხდართან.

ნავალნი ბერლინიდან უკან დაბრუნებისთანავე დააკავეს და იმის გამო, რომ ადრე პირობითი სასჯელი გამოუტანეს, განაწესის დარღვევისთვის სასამართლომ ორი წლითა და რვა თვით კოლონიაში ყოფნა მიუსაჯა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG