Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქვეყნების ნაწილი წყვეტს ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესს


ნატოს სამი წევრი ქვეყანა, ჰოლანდია, ბელგია და უნგრეთი აცხადებენ, რომ შეწყვიტეს ავღანეთიდან თავიანთი მოქალაქეების და იმ ავღანელების გამოყვანა, რომლებიც მათ მისიებს ეხმარებოდნენ - იმ ფონზე, როცა ახლოვდება თვის ბოლო, ანუ ავღანეთიდან საერთაშორისო ჯარების გამოსვლის ბოლო ვადა.

ბოლო დღეებში გაძლიერდა ზეწოლა ათასობით უცხოელის და ავღანელის ევაკუაციის პროცესის დასასრულებლად, ხოლო აშშ-მა და მოკავშირეებმა 26 აგვისტოს ძალებს მოუწოდეს აეროპორტის ტერიტორიის დატოვებისკენ, "ისლამური სახელმწიფოს" მხრიდან ტერორისტული აქტის განხორციელების საფრთხის გამო.

ჰოლანდიის მთავრობა ამბობს, რომ 26 აგვისტოს შეწყვეტს ევაკუაციის პროცესს ქაბულიდან, და აღიარებს, რომ ეს "მტკივნეული მომენტია", რადგან ხალხის ნაწილი თალიბანის მიერ მართულ ავღანეთში დარჩება. "ჰოლანდიას დღეს აშშ-მა შეატყობინა, რომ ის უნდა გავიდეს და, დიდი ალბათობით, დღეს მოგვიანებით უკანასკნელ რეისებს განვახორციელებთ" - წერილობით ეუბნებიან ჰოლანდიის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები პარლამენტს. მეზობელ ბელგიაში, პრემიერ-მინისტრმა ალექსანდერ დე კრომ 26 აგვისტოს თქვა, რომ ქვეყანამ დაასრულა ევაკუაციის ოპერაცია, მას შემდეგ, რაც აშშ-ის წყაროებისგან შეიტყო, რომ ქაბულის აეროპორტთან თვითმკვლელი მოიერიშეების მიერ ტერორისტული აქტი მზადდებოდა. ბუდაპეშტი აცხადებს, რომ 26 აგვისტოს ავღანეთი დატოვა და უნგრეთში უსაფრთხოდ ჩავიდა მისი ორი სამხედრო სამგზავრო თვითმფრინავი. ბუდაპეშტის ცნობით, უნგრეთში დაბრუნდა ყველა სამხედროც, რომელიც ევაკუაციის პროცესში იღებდა მონაწილეობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG