Accessibility links

site logo site logo

კრემლი: ავღანეთის ადმინისტრაციაზე გადაწყვეტილების მიღებამდე დავაკვირდებით თალიბანის ნაბიჯებს


დმიტრი პესკოვი

კრემლი აცხადებს, რომ დააკვირდება თალიბანის ქცევას, მას შემდეგ, რაც ჯგუფმა ავღანეთზე კონტროლი დაამყარა - და მხოლოდ ამის შემდეგ დაიკავებს პოზიციას ავღანეთის ადმინისტრაციასთან მიმართებით.

კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა 26 აგვისტოს, მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ რუსეთის ინტერესშია ავღანეთში მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნება და, დიდი ალბათობით, ის აშშ-სთან კონტაქტს გააგრძელებს ავღანეთში წამოჭრილი საკითხების გარშემო.

"ვთვლით, რომ თალიბანის მმართველობა, ავღანეთში თალიბანის ხელისუფლებაში დე-ფაქტო მოსვლა და ქვეყნის უდიდეს ნაწილზე მათ მიერ კონტროლის დამყარება დე-ფაქტო მიღწეული პროცესია" - თქვა პესკოვმა. "მიგვაჩნია, რომ ნამდვილად მოგვიწევს დიდი ყურადღებით ვადევნოთ თვალი თალიბანის მიერ მომავალში გადადგმულ ნაბიჯებს, კანონის, წესრიგის და ხალხის უსაფრთხოების - უწინარესად, ქვეყნის მოქალაქეების - უზრუნველყოფის თვალსაზრისით, ისევე, როგორც რუსი დიპლომატების და დიპლომატიური მუშაკებისას, რაც ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობისაა" - დასძინა მან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG