Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშაძის თქმით, შეთანხმების შეუსრულებლობის შემთხვევაში მკაფიოა ევროკავშრის მესიჯი


ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები თბილისში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისიდან დისტანციურად შეხვდნენ შარლ მიშელის კაბინეტის წარმომადგენლებს.

დაახლოებით ორსაათიანი შეხვედრის შემდეგ ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ წევრმა გიორგი ვაშაძემ ილაპარაკა იმ შედეგებზე, რაც შეიძლება მოჰყვეს შეთანხმების შეუსრულებლობას.

„ძალიან მკაფიოა ევროკავშრის მესიჯი, არ იქნება შესრულებაში პროგრესი (განსაკუთრებით მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით, რომელიც პირდაპირ არის მითითებული შეთანხმებაში), საქართველო, სამწუხაროდ, ვერ მიიღებს მაკროფინანსურ დახმარებას. ასე რომ, ყველაფერი „ქართული ოცნების“ ხელშია“, - თქვა გიორგი ვაშაძემ და დაამატა - „ამაზე უკვე ფიქრობენ კონკრეტულად რა ნაბიჯებს გადადგამს ევროკავშირი იმ შემთხვევაში თუ 43%-ზე მეტს ვერ მიიღებს „ქართული ოცნება“ [თვითმმაღთველობის არჩევნებში].

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 24 აგვისტოს აღნიშნა, მან ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი დაარწმუნა, რომ საქართველო 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების დღის წესრიგის ერთგული რჩება.

მანამდე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ტვიტერის გვერდზე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართულ არაფორმალურ შეხვედრას და საქართველოს შეთანხმების ერთგულება შეახსენა, ამ კონტექსტში ევროკავშირის ფინანსურ მხარდაჭერაზეც ისაუბრა. შარლ მიშელი, იმედოვნებს, რომ მიკროსაფინანსო დახმარების მოლოდინში საქართველოს მთავრობა შეთანხმებების ერთგულებას აჩვენებს.

28 ივლისს, პარტიამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ანულირებულად გამოაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით ოპოზიციის ნაწილთან 19 აპრილს მიღწეული შეთანხმება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG