Accessibility links

site logo site logo

სააგენტოები: ქაბულში ორ აფეთქებას ემსხვერპლა სულ მცირე 12 ამერიკელი სამხედრო


სააგენტოები ასოშიეიტედ პრესი და როიტერსი ავრცელებენ აშშ-ის ორი ოფიციალური წარმომადგენლის სიტყვებს, რომ ქაბულის აეროპორტთან მომხდარ ორ აფეთქებას ემსხვერპლა აშშ-ის სულ მცირე 12 სამხედრო. ოფიციალური პირების თქმით, არიან დაჭრილი ჯარისკაცებიც.

აფეთქებები მოხდა მაშინ, როცა თალიბანის მიერ კონტროლის დამყარების შემდეგ ქვეყნის დატოვების მოსურნე ათასობით ადამიანი იყო შეკრებილი აეროპორტში - მიუხედავად გავრცელებული გაფრთხილებებისა მოსალოდნელი ტერორისტული თავდასხმის შესახებ.

ვარაუდობენ, რომ აფეთქებები მოაწყვეს თვითმკვლელმა მოიერიშეებმა. მსხვერპლს შორის არიან ბავშვებიც.

ორივე აფეთქება მოხდა აეროპორტის კარიბჭესთან, Abbey Gate-სთან ახლოს.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის უკისრია, თუმცა აშშ და მისი მოკავშირეები გამოდიოდნენ გაფრთხილებით მოსალოდნელ აფეთქებაზე, რომელსაც გეგმავდა ექსტრემისტულ ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირის მქონე ჯგუფი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG