Accessibility links

site logo site logo

ბულგარეთის პრეზიდენტი სოციალისტებს აძლევს მთავრობის შექმნის ბოლო შანსს


ბულგარეთის პრეზიდენტი, რუმენ რადევი. 2021 წლის ივნისი.

ბულგარეთის პრეზიდენტმა, რუმენ რადევმა, მესამე და ბოლო მანდატი მისცა სოციალისტურ პარტიას მას მერე, რაც ორმა სხვა პოლიტიკურმა პარტიამ უარი თქვა კოალიციის შექმნისთვის ძალისხმევაზე გასულ თვეში უშედეგო კენჭისყრის შემდეგ.

თუ დაქსაქსულ პარლამენტში უმრავლესობის მიღწევის მესამე მცდელობაც უშედეგოდ დასრულდა, როგორც მოელოდნენ, რადევს მოუწევს დაშალოს პარლამენტი, დანიშნოს დროებითი მთავრობა და ორ თვეში დანიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უკვე მესამედ ამ წელიწადში.

27 აგვისტოს მანდატის მიღების შემდეგ სოციალისტების ლიდერმა, კორნელა ნინოვამ, განაცხადა, რომ „ვიცი, გამოცდა გველის როგორც ერს, ყველაფერს ვცდით“.

ხანგრძლივმა პოლიტიკურმა გაურკვევლობამ შეიძლება ხელი შეუშალოს ევროკავშირის ყველაზე ღარიბ წევრს, ეფექტიანად გაუმკლავდეს კოვიდის მეოთხე ტალღას და აამოქმედოს კორონავირუსის ზარალისგან აღდგენის ფონდი.

11 ივლისის არჩევნებზე ბულგარეთის სოციალისტურმა პარტიამ 36 ადგილი მოიპოვა ბულგარეთის პარლამენტში, რომელშიც დიდი განხეთქილებაა. საუკეთესო მაჩვენებელი, 65 მანდატი ერგო პარტიას „არის ასეთი ხალხი“ (ITN) და 63 - მემარჯვენე-ცენტრისტულ პარტიას - მოქალაქეები ბულგარეთის ევროპული განვითარებისთვის (GERB).

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბოიკო ბორისოვის პარტიამ, GERB-მა, პრეზიდენტს მანდატი დაუბრუნა 20 აგვისტოს მას მერე, რაც ITN-მ ვერ შექმნა უმცირესობის მთავრობა.

არაერთი პოლიტიკოსი უკვე განიხილავს ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას.

ზოგიერთი პარლამენტარის აზრით, თუ მესამე მცდელობამაც ვერ გაამართლა, საყოველთაო არჩევნები და საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური უნდა ჩატარდეს 7 ნოემბერს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG