Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერი სტიქიის შედეგებზე: არცერთი დაზარალებული არ დარჩება სახელმწიფოს ზრუნვის გარეშე!


ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

კახეთში სეტყვით და ძლიერი ქარით დაზარალებულთა შესახებ „ფეისბუკზე" დაწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად“, - წერს მთავრობის თავმჯდომარე და აღნიშნავს, რომ პროცესის წარმართვა ვიცე-პრემიერს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ლევან დავითაშვილს დაავალა.

„შექმნილია საკოორდინაციო შტაბი, სადაც მიმდინარეობს ზარალის დათვლა. ადგილზე იმყოფება ჩემი წარმომადგენელი - მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლერი ბარნაბიშვილი. არცერთი დაზარალებული არ დარჩება სახელმწიფოს ზრუნვის გარეშე!“ - წერს ღარიბაშვილი.

მთავრობის მონაცემებით, ძლიერმა სეტყვამ და ქარმა კახეთში - ყვარლის, თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში 4 600 ჰექტარი ვენახი დააზიანა.

XS
SM
MD
LG