Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბულგარეთი ჯარებს აგზავნის საზღვარზე, ევროპის კავშირი ავღანელი მიგრანტების ტალღას მოელის


საზღვარი ბულგარეთსა და თურქეთს შორის, 2020 წელი
საზღვარი ბულგარეთსა და თურქეთს შორის, 2020 წელი

ბულგარეთმა 26 აგვისტოს განაცხადა, რომ გააძლიერებს თავის საზღვრებს საბერძნეთსა და თურქეთთან 400-დან 700 ჯარისკაცამდე, ავღანეთიდან მიგრანტების შემოსვლასთან დაკავშირებით ევროპაში მზარდი შეშფოთების ფონზე.

ავღანეთში თალიბანის მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდებამ ევროპაში 2015 წლის მიგრაციული კრიზისის განმეორების შიში გააძლიერა - როცა მილიონზე მეტი ადამიანი გაექცა ომსა და სიღატაკეს ახლო აღმოსავლეთში და ევროპაში ჩამოვიდა.

ბევრი მიგრანტი თურქეთიდან საზღვრის გადაკვეთით შემოდის და ე.წ. ბალკანური მარშრუტით გაუყვება გზას ევროპის კავშირის უფრო მდიდარი ქვეყნებისკენ. "ზეწოლა ბულგარეთის საზღვრებზე იზრდება, რაც მთავრობის მხრიდან მოქმედებას მოითხოვს, და ის სწორედ ამას აკეთებს", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა, გეორგი პანაიოტოვმა.

სამხედროები მზად იქნებიან, დაეხმარონ პოლიციას და მესაზღვრეებს "ბარიერების აგებასა და მეთვალყურეობაში" , - თქვა მან. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ უკანასკნელ კვირებში თურქეთსა და საბერძნეთთან საზღვრებზე შეიმჩნევა "მიგრაციული ზეწოლის ზრდა".

ავღანელი მიგრანტების საკითხთან დაკავშირებით ევროპის შეშფოთების ნიშნად, ევროპის კავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყანამ, სლოვენიამ, გამოაცხადა, რომ 31 აგვისტოს, ბრიუსელში, შედგება ბლოკის შინაგან საქმეთა მინისტრების საგანგებო შეხვედრა. საბერძნეთი და თურქეთი, რომელიც არ არის ევროპის კავშირის წევრი, ასევე შეშფოთებული არიან მიგრაციის ახალი ტალღით ევროპაში და საპასუხო ზომების კოორდინაცია დაიწყეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG