Accessibility links

site logo site logo

კორონავირუსგადატანილი ხინჩეგაშვილი გორის ჰოსპიტალში აიცრა


ვლადიმერ ხინჩეგაშვილი

გორის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან", ოლიმპიური ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი 27 აგვისტოს „ფაიზერის" ვაქცინით აიცრა. ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში მივიდა და ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთა.

„ავიცერი ფაიზერის ვაქცინით და საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ვაქცინაციისკენ რომ დავუბრუნდეთ სრულყოფილ ცხოვრებას. დღეს აქ სიმბოლურად პედაგოგებთან ერთად მოვედი. მალე სასწავლო პროცესი გვეწყება და მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინირებულები იყვნენ. მე პირადად ძალიან მძიმედ გადავიტანე კორონავირუსი და როგორც კი ამის შესაძლებლობა მომეცა, მაშინვე გადავწყვიტე ვაქცინაცია“, - განაცხადა ხინჩეგაშვილმა

რამდენიმე თვის წინ ხინჩეგაშვილი კორონავირუსით დაინფიცირდა, სწორედ, ამიტომ მან ვერ მიიღო ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირში მონაწილეობა და შესაბამისად, ოლიმპიურ თამაშებზე გამგზავრება. მალევე ის მმართველმა პარტიამ გორის მერობის კანდიდატად დაასახელა, ხოლო ხინჩეგაშვილმა სპორტული კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG