Accessibility links

site logo site logo

თალიბანმა უარყო ქაბულის აეროპორტში თავდასხმისას თავისი მებრძოლების დაღუპვა და ბრალი ამერიკელებზე გადაიტანა


თალიბანის წარმომადგენელი, ზაბიდულა მუჯაჰიდი თავის ოფისში, ქაბულში, 25 აგვისტო, 2021 წელი.

თალიბანმა განაცხადა, რომ მისი არც ერთი მებრძოლი, რომელიც ქაბულის აეროპორტის პერიმეტრს იცავდა, არ დაღუპულა 26 აგვისტოს აფეთქებებისას - რომელმაც ასზე მეტი სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის 13 ამერიკელი ჯარისკაცის - და თავდასხმა ამერიკის შეერთებულ შტატებს გადააბრალა.

"ჩვენი ძალები შორს იყვნენ აფეთქების ადგილიდან და ჩვენს ძალებში მსხვერპლი არ ყოფილა", - განაცხადა თალიბანის წარმომადგენელმა, ზაბიდულა მუჯაჰიდმა 27 აგვისტოს რადიო თავისუფლების ავღანურ სამსახურთან საუბრისას.

ავღანელი და ამერიკელი ოფიციალური პირების თქმით, ორმა თვითმკვლელმა მოკლა სულ ცოტა 95 ავღანელი, ისევე როგორც ამერიკელი ჯარისკაცები. თალიბანის ჯანდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აფეთქებას თალიბანის 28 წევრიც ემსხვერპლა.

„ისლამურმა სახელმწიფომ“, თალიბანის და დასავლეთის მტერმა, პასუხისმგებლობა იკისრა თავდასხმაზე და განაცხადა, რომ მისი განშტოების, "ისლამური სახელმწიფო-ხორასნის" მებრძოლებმა სამიზნეში ამოიღეს "თარჯიმნები და ისინი, ვინც ამერიკის ჯართან თანამშრომლობენ".

ორი აფეთქების გარდა, შეიარაღებულმა პირებმა ხალხს ცეცხლი გაუხსნეს შეკრებილებს.

მუჯაჰიდმა უარყო ბრალდება, რომ თალიბანმა, რომელიც ამჟამად ეფექტიანად ახორციელებს კონტროლს ავღანეთის უდიდეს ნაწილზე, ვერ მოახერხა თავდასხმის თავიდან არიდება, და განაცხადა, რომ ის მოხდა ქაბულის აეროპორტის მიმდებარე არეალში, რომლის უსაფრთხოებაზე აშშ-ის ძალებია პასუხისმგებელი.

"აფეთქება ჩვენს არეალში არ მომხდარა. აეროპორტში თალიბანსა და ამერიკულ ძალებს შორის არის მკვეთრი გამყოფი ზოლი, ჩვენი ძალები იქამდე მიდიან, მაგრამ მის მიღმა -არა. ეს ასეა იმიტომ, რომ ამერიკის ჯარებმა, რომლებიც ადგილზეა განთავსებული, საფრთხე არ იგრძნონ, ამიტომ ჩვენ უფლებას არ ვაძლევთ ჩვენს ძალებს, გადავიდნენ გარკვეულ ზღვარს იქით.", - თქვა მუჯაჰიდმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, რომელმაც პირობა დადო, რომ შურს იძიებს მიუხედავად იმისა, რომ კვლავ ევაკუაციის დამთავრების ერთგული რჩება მომავალ დღეებში, განაცხადა, რომ არ არსებობდა იმის ნიშანი, რომ თალიბანმა მოახდინა 26 აგვისტოს თავდასხმა. "მათ არავინ ენდობა", - განაცხადა მან 26 აგვისტოს. "ჩვენ მხოლოდ იმის იმედი გვაქვს, რომ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG