Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის მედიის ცნობებით, ქაბულის აეროპორტთან აფეთქებების დროს დაღუპულთა რიცხვი 170-ზე მეტია


ქაბულის აეროპორტის მთავარი შესასვლელი 2021 წლის 27 აგვისტოს
ქაბულის აეროპორტის მთავარი შესასვლელი 2021 წლის 27 აგვისტოს

CNN-მა და CBS-მა 27 აგვიტოს გაავრცელეს ავღანეთის ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის წარმომადგენლის ნათქვამი, რომ საგრძნობლად გაიზარდა ქაბულის აეროპორტთან 26 აგვიტოს აფეთქებისას დაღუპულთა რაოდენობა, რომელიც, ადრე გავრცელებული ინფორმაციით, 100 უდრიდა.

CBS-ის კორესპონდენტი დაამატებს, რომ სულ მცი რე, 200 ადამიანი დაშავდა ტერაქტების დროს არეალში, სადაც ათასობით ადამიანი იყო შეკრებილი, რათა ავღანეთის დასატოვებლად თვითმფრინავში მოხვედრილიყვნენ.

„ისლამურმა სახელმწიფომ“, თალიბანის და დასავლეთის მტერმა, პასუხისმგებლობა იკისრა თავდასხმაზე და განაცხადა, რომ მისი ერთი შტოს - "ისლამური სახელმწიფო-ხორასნის" - მებრძოლებმა სამიზნეში ამოიღეს "თარჯიმნები და ისინი, ვინც ამერიკის ჯართან თანამშრომლობდნენ".

ამერიკელი სამხედროების თანახმად, ინციდენტის როს მათი 13 კოლეგა დაიღუპა.

XS
SM
MD
LG