Accessibility links

site logo site logo

ბელარუსი სპრინტერის ციმანოუსკაიას მედალი ამერიკელმა მყიდველმა შეიძინა 21 ათას დოლარად


კრისტინა ციმანოუსკაია 2019 წლის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლით

ანონიმურმა ამერიკელმა მყიდველმა იყიდა მედალი კრისტინა ციმანოუსკაიასგან, ბელარუსი მორბენალისგან, რომელმაც საერთაშორისო დახმარება მოითხოვა იმისთვის, რომ მისი ქვეყნის ავტორიტარ ლიდერებს ის ვადაზე ადრე, იძულებით არ დაებრუნებინათ სახლში ტოკიოს ოლიმპიადიდან.

ბელარუსის სპორტული სოლიდარობის ფონდმა ტელეგრამით განაცხადა, რომ ვერცხლის მედალმა, რომელიც ციმანოუსკაიამ 2019 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოიპოვა, "დიდი ინტერესი" გამოიწვია, სანამ მყიდველი მას 21 000 დოლარად იყიდიდა მას შემდეგ, რაც აუქციონზე საწყისი ფასით, 5000 დოლარით დაიწყო მისი გაყიდვა.

ბელარუსის სპორტული სოლიდარობის ფონდმა განაცხადა, რომ ციმანოუსკაია გაყიდვით აღებული ფულით აპირებს დაეხმაროს სხვა სპორტსმენებს, რომლებიც იგივე ბედის ქვეშ არიან, როგორც ის იყო.

ციმანოუსკაიამ თავი ტოკიოში პოლონეთის საელჩოს შეაფარა 2 აგვისტოს, როცა უარი თქვა ბელარუსის გუნდის ოფიციალური წამომადგენლების იძულებით გაფრენილიყო მინსკში მას შემდეგ, რაც ისინი გააკრიტიკა.

ორი დღის შემდეგ ის ევროპისკენ მიმავალ თვითმფრინავში ჩაჯდა და ვენაში გადაჯდომით, ვარშავაში ჩავიდა.

პოლონეთმა სპრინტერსა და მის ქმარს, რომელიც პოლონეთში უკრაინიდან გაიქცა, ჰუმანიტარული ვიზები მისცა.

ციმანოუსკაიას მძიმე მდგომარეობამ ოლიმპიადაზე კვლავ მიაპყრო საერთაშორისო ყურადღება რეპრესიებისკენ ბელარუსში მას შემდეგ, რაც საპროტესტო ტალღამ იფეთქა მაშინ, როცა ავტორიტარმა ლიდერმა, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ, ერთი წლის წინ გამართულ სადავო საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება გამოაცხადა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG