Accessibility links

site logo site logo

პენტაგონი: ქაბულიდან საჰაერო მოძრაობას კვლავ ემუქრება "სარწმუნო საფრთხე"


აშშ-ის არმია მიიჩნევს, რომ კვლავ რჩება "სარწმუნო საფრთხეები" ქაბულიდან მასშტაბური საევაკუაციო ოპერაციისთვის, მას შემდეგ, რაც 26 აგვისტოს თვითმკვლელი მოიერიშის თავდასხმამ იქ 100-ზე მეტი ადამიანი შეიწირა, 13 ამერიკელი სამხედროს ჩათვლით. ქაბულის აეროპორტთან ათასობით ადამიანია, რომლებიც თალიბანის მიერ ავღანეთის დაპატრონების შემდეგ ქვეყნის დატოვებას ცდილობენ.

აშშ საფრთხეებს "ძალიან, ძალიან დეტალურად ადევნებს თვალს, ვირტუალურად, რეალურ დროში", - უთხრა პენტაგონის პრესმდივანმა, ჯონ კირბიმ ჟურნალისტებს პენტაგონში გამართულ პრესკონფერენციაზე. პენტაგონის წარმომადგენლების თქმით, აეროპორტის კარიბჭესთან თავდასხმა განახორციელა ერთმა თვითმკვლელმა მოიერიშემ, და, განსხვავებით ადრე გავრცელებული ცნობებისგან, ახლოს მდებარე სასტუმროსთან მეორე აფეთქება არ მომხდარა.

აშშ-ის არმიის გენერალ-მაიორმა, ჰენკ ტეილორმა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ აფეთქებას მოჰყვა ცეცხლის გახსნა მტრის პოზიციებიდან, თუმცა თავდასხმის შესახებ სხვა დეტალები კვლავაც ბუნდოვანია.

აშშ-ის მედიის მიერ გავრცელებული ცნობებით, თავდასხმის მსხვერპლთა რიცხვმა 170-ს გადააჭარბა, დაჭრილია კიდევ სულ მცირე 200 ადამიანი.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იკისრა ექსტრემისტული გაერთიანება "ისლამური სახელმწიფოს" ავღანეთში მოქმედმა დანაყოფმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG