Accessibility links

site logo site logo

მეუფე იაკობი: ვინც აიცრა, იმას რა აწუხებს, სხვას რომ ეჩხუბება, თვითონ ხო აიცრა?


28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულზე ქადაგებისას, ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ილაპარაკა.

ის ამბობს, რომ ადამიანს ვერ დააძალებ გააკეთოს ის, რაც არ სურს.

„დღეს, როდესაც ასეთი პანდემიაა, ნუთუ შეურიგებლობა შეიძლება? შეიძლება ერთი ნაწილი მეორე ლანძღავდეს? ვინც აცრილია, სხვას ეუბნებოდეს, შენ რატომ არ იცრები, არ ხარ წესიერი ადამიანი, სხვებს აავადებ? ხოლო მეორე ნაწილი რას ეუბნება? ყველა თავისებურად, უდიერად მოიხსენიებს იმ ნაწილს. ასე არ შეიძლება, ადამიანები ვართ, ყველა თვითონ იღებს გადაწყვეტილებას. ერთი რამ ვიცოდეთ, ვინც აიცრა, ის სხვას რომ ეჩხუბება რატომ არ იცრებიო, იმას რა აწუხებს, თვითონ ხომ აიცრა? ზედმეტ, "ზოგადსაკაცობრიობაზე" არ დამიწყონ საუბარი, რომ თურმე, ყველაზე ზრუნავენ. აიცრა და შენ დაავადებული კაციც ვეღარ დაგაავადებს. ვინც არ აიცრა, იმან იცის, რომ შეიძლება დაავადდეს. დღევანდელ სიტუაციაში, როდესაც ძალიან ბევრი ადამიანი ავადდება, შეხედეთ, რა ხდება. ვინც იპრანჭებოდა და არ იცრებოდა, იმათ დაიწყეს აცრა, ვისაც არ უნდოდა, მაინც არ იცრება. ერთმანეთი ხომ არ უნდა დავჭამოთ? ვერასდროს აიძულებ, ადამიანს გააკეთოს ის, რაც არ უნდა. ნებისმიერი ასეთი იძულება, სიკეთის მომტანი არ არის“.

თავად ბოდბელი ეპისკოპოსი კორონავირუსით იანვარში დაინფიცირდა. ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა. როგორც მეუფე იაკობი ამბობს, ყოველ სამ კვირაში ერთხელ იმოწმებს ორგანიზმში ანტისხეულების რაოდენობას:

„8 თვეა სტაბილურად იზრდება. ბევრად მეტი მაქვს, ვიდრე ორჯერ საუკეთესო ვაქცინით აცრილებს 70 დღეში რომ აქვთ. ვინც მოიხადა, ალბათ, სანამ ვაქცინაციას მოვრჩებით, მილიონ-ნახევარიც გავხდებით. დანარჩენებიც იცრებიან. ერთმანეთს ნუ გავაკრიტიკებთ. ნურაფერზე დავაძალებთ, იქნება ეს აცრა, თუ არაცრა. სამწუხაროდ, კონკრეტულ სამსახურებში მიდის იძულებაც, რომ აიცრან, თუ არადა მიდიან სამსახურებიდან. კორონავირუსთან ერთობლივი ცხოვრება უნდა ვისწავლოთ. ადამიანი არ არის დამნაშავე, როდესაც არ არის დაავადებული“.

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით 74 ადამიანი გარდაიცვალა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში სრულად ვაქცინირებული ერთი პაციენტია გარდაცვლილი.

მსოფლიოში სრულად ვაქცინირებულთა გარდაცვალების მაჩვენებელი 0,001%-ია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG