Accessibility links

site logo site logo

ქართველ პარალიმპიელებს ტოკიო-2020-ის მედლამდე ცოტა დააკლდათ


28 აგვისტოს, ტოკიოში მიმდინარე პარალიმპიურ თამაშებზე პარაძიუდოში, პარაწოლჭიმსა და პარაფარიკაობაში გათამაშდა მედლები. კონკურენციაში ქართველი პარასპორტსმენებიც ჩაებნენ, მაგრამ საპრიზო სამეულები მათ გარეშე შეივსო.

პარაძიუდოისტი გიორგი ქალდანი 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ნახევარფინალამდე მივიდა. შემდეგ კი ზედიზედ ორი შეხვედრა წააგო და მეხუთე ადგილს დასჯერდა.

მეხუთე ადგილი დაიკავა პარაწოლჭიმში საქართველოს ნაკრების წევრმა აჰმად რაზმაზარიმაც (+80 კგ). სამი ცდიდან მან ორი გამოიყენა და შეჯიბრება 198 კილოგრამით დაასრულა.

პარამოფარიკავეები ნინა თიბილაშვილი, ირმა ხეცურიანი და გვანცა ზადიშვილი რაპირით ფარიკაობაში ჩაერთნენ შეჯიბრებაში. ზადიშვილმა ჯგუფური ეტაპი ვერ დაძლია. თიბილაშვილი ბრძოლას მერვედფინალიდან გამოეთიშა, ხოლო ხეცურიანი - მეოთხედფინალიდან.

29 აგვისტოს, ტოკიო-2020-ზე, საქართველოს დელეგაციის წევრები პარაფარიკაობასა და პარაძიუდოში შეეცდებიან კვარცხლბეკზე ასვლას. ეტლით ფარიკაობაში, ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი გუნდური ტიტულისთვის იბრძოლებენ. ტატამზე კი გავლენ რევაზ ჩიკოიძე (+100 კგ) და ინა ქალდანი (+70 კგ).

დაწერეთ კომენტარი

სხვა მასალები

XS
SM
MD
LG